x
image
ირინა მ.
პირველი შეხვედრიდან უკანასკნელ წლისთავამდე: დედოფალ ელისაბედ II და პრინც ფილიპის სიყვარულის ისტორია. ნაწილი II

image


იხილეთ დასაწყისი

ნაწილი II

1947 წ.

ივლისში ნიშნობის ცერემონია ჩატარდა. ფილიპმა უარი თქვა თავის წარსულ ტიტულებზე (საბერძნეთის პრინცი, დანიის პრინცი), მიიღო ბრიტანეთის მოქალაქეობა, მართლმადიდებლობიდან გადავიდა ანგლიკანურ აღმსარებლობაზე და მიიღო ახალი ტიტულები: გახდა ედინბურგის ჰერცოგი, მერიონეტის გრაფი, გრინვიჩის ბარონი. გვარი კი დედის, ალისა ბატენბერგის ინგლისურენოვანი ვერსია-მაუნტბეტენი აიღო.

საქორწინო ცერემონია 1947 წლის 20 ნოემბერს გაიმართა ვესტმინსტერის სააბატოში. მოწვეული იქნა 2000 სტუმარი. საინტერესოა, რომ ქორწილის დღის დილიდან, ფილიპმა მოწევას თავი დაანება-უარი თქვა ჩვევაზე, რომელიც მის პატარძალს აღიზიანებდა. ქორწილზე ელისაბედი გამოწყობილი იყო დიზაინერ ნორმან ჰარტნელის კაბაში, რომელიც 10 ათასი მარგალიტით იყო გაწყობილი. ფატა კი მან თავისი დაგროვილი ბარათებით შეიძინა, რომელიც იმ დროს მოსახლეობას ტანსაცმლის და საკვების შესაძენად ურიგდებოდა.

image

image

თაფლობის თვე ახლადდაქორწინებულებმა მაუნტბეტენების საგვარეულო მამულში, ჰემპშირში გაატარეს, შემდეგ ინგლისის მმართველების შოტლანდიის რეზიდენციაში, ბალტიმორის ციხე-სიმაგრეში.

1948 წ.

14 ნოემბერს გაჩნდა პრინცი ჩარლზი.

image


image

ფილიპი მაშინ მალტაზე მსახურობდა. ელისაბედი შვილთან ერთად ინგლისში დარჩა, მაგრამ ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ რაც შეიძლება ახლოს ყოფილიყო მეუღლესთან. ჩარლზი ერთი წლის გახდა თუ არა, ელისაბედმა იგი ძიძებს და ნათესავებს დაუტოვა და ქმართან გაემგზავრა მალტაზე.

image

image

1950 წ.

წყვილს ქალიშვილი ანა შეეძინა. მეფე გეორგ VI ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა, ამიტომ ფილიპს სამხედრო კარიერისთვის თავის დანებება მოუწია, რაც მისთვის არც ისე ადვილი იყო.

image

1953 წ.

25 წლის ელისაბედი ტახტზე ავიდა მას შემდეგ, რაც 1952 წლის თებერვალში მამამისი გარდაიცვალა. როდესაც ეს ტრაგედია მოხდა, პრინცესა ქმართან ერთად კენიაში იმყოფებოდა და იგი დედოფლად გამოაცხადეს მაშინვე, გეორგ VI გარდაცვალებისთანავე.

მომავალ ზაფხულს, დედოფლად კურთხევის ცერემონია გაიმართა ვესტმინსტერის სააბატოში, სადაც 8 ათასი კაცი იყო მიწვეული. ელისაბედს ახალ ამპლუაში მოვალეობების უამრავი რაოდენობა გაუჩნდა, წყვილის ცხოვრება ერთ საათში შეიცვალა. ფილიპს ახალი ცვლილებების უმეტესობა არ მოსწონდა. მაგალითად, ცნობილია, რომ მას არ უყვარდა ბუკინჰემის სასახლე და სურდა, რომ ოჯახს ცხოვრება ისევ კლარენს-ჰაუსში გაეგრძელებინა. ასევე ფილიპს მოუწია შერიგება იმასთან, რომ მისი მეუღლე და შვილები უინძორების გვარს ატარებდნენ, მაშინ როცა მისი სურვილი იყო მაუნტბეტენის გვარი. ამბობენ, რომ პრინცი მეგობრებთან საუბარში წუხდა იმაზე, რომ ერთადერთი მამაკაცი იყო ქვეყანაში, რომლისთვისაც არ შეიძლებოდა შვილებისთვის თავისი გვარის მიცემა.


image

იმავე 1953 წელს, მეუღლეები გაემგზავრნენ მსოფლიო ტურნეში 5 თვით (5 წლის ჩარლზი და 3 წლის ანა ბებიას დაუტოვეს). ბიოგრაფების სიტყვებით, ფილიპის მხარდაჭერა ძალიან ბევრს ნიშნავდა ელისაბედისთვის, რომელსაც ამ მგზავრობის დროს უამრავ ადამიანთან უწევდა ურთიერთობა და ნერვიული "წიკები" ეწყებოდა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით (ხანდახან დედოფალს ერთ დღეში რამდენიმე ათასი ადამიანისთვის უწევდა ხელის ჩამორთმევა).


image

image

1960 წ.

თებერვალში მეუღლეებს ვაჟიშვილი შეეძინათ, რომელსაც პრინც ფილიპის მამის პატივისცემის ნიშნად ენდრიუ დაარქვეს. ამ მოვლენამდე რამდენიმე დღით ადრე ელისაბედმა გამოაცხადა, რომ ამიერიდან მისი შვილები ატარებდნენ ორმაგ გვარს–მაუნტბეტენ-უინძორს.

image

image

1964 წ.

10 მარტს დაიბადა მათი უმცროსი ვაჟი ედვარდი.

image

1972 წ.

წყვილს ოჯახური ცხოვრების 25 წლის აღსანიშნავად სხვადასხვა ქვეყნის მაცხოვრებლებმა მიულოცეს, მათ 15 ათასი წერილი და 2, 5 ათასი მისალოცი და დეპეშა მიიღეს, რომლებიც სასახლეში ოფიციალური პირების და უბრალო მოქალაქეების მიერ იქნა გამოგზავნილი.

image

1992 წ.

იჯახისთვის რთული წელი იყო, დედოფალი საშინელსაც კი უწოდებდა მას. მხოლოდ ამ ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე ხმაურიანი და სასახლისთვის არცთუ სასიამოვნო მოვლენა მოხდა: პრინცი ჩარლზი და პრინცესა დაიანა დაშორდნენ, პრინცი ენდრიუც დაშორდა სარა ფერგიუსონს, პრინცესა ანა კი-მარკ ფილიპს.

1997 წ.

დედოფალმა და მისმა მეუღლემ ქორწილის 50-ე წლისთავი აღნიშნეს და სადღესასწაული მიღება მოაწყვეს. პრიცმა ფილიპმა თავის მეუღლის სადღეგრძელოს წარმოთქმისას, აღნიშნა:

ვფიქრობ, მთავარი გაკვეთილი რომელიც ჩვენ ავითვისეთ, არის ის, რომ ბედნიერი ქორწინების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი ტოლერანტობაა. ამ თვისებას კი დედოფალი უხვად ფლობს. ელისაბედმა თავის მხრივ, მეუღლეზე შემდეგი თქვა: "ის მთელი ეს წლები მაძლევდა ძალას და მხარში მედგა. მთელი ოჯახი, ეს ქვეყანა და სხვა ქვეყნები, ბევრით არიან დავალებული-შესაძლოა ვერც კი წარმოვიდგენთ რამდენად."

image

2017 წ.

ელისაბედ II და პრინც ფილიპის ქორწინების 70 წლისთავისთვის სასახლემ მათი ახალი ოჯახური ფოტო გამოაქვეყნა. სწორედ მაშინ შევიდნენ მეუღლეები ისტორიაში, როგორც პირველი სამეფო წყვილი, რომელმაც ქორწინების 70 წელი აღნიშნა (ინგლისში ამ თარიღს პლატინის ქორწილს უწოდებენ).

image

ამავე წელს ფილიპმა ოფიციალურად მოიხსნა თავისი საზოგადოებრივი ვალდებულებები, რომელიც ეკისრებოდა როგორც სამეფო ოჯახის წევრს, ამასთან იგი განაგრძობდა დედოფლის თანხლებას სახალხო ღონისძიებებზე.

2020 წ.

ნოემბერში დედოფალი და მისი მეუღლე იღებდნენ ქორწილის 73-ე წლისთავისადმი მილოცვებს. სამწუხაროდ, ეს წლისთავი უკანასკნელი აღმოჩნდა. იმ დღეს სამეფო ოჯახის ოფიციალურმა აქაუნთმა გამოაქვეყნა ადრინდელი უცნობი ფოტო, რომელიც წყვილის თაფლობის თვეს არის გადაღებული.

image

ცოტა ადრე, ზაფხულში, გამოქვეყნებული იქნა მეუღლეების ახალი ფოტო, რომელიც ფილიპის 99-ე დაბადების დღეზეა გადაღებული.


image

შეგახსენებთ, რომ 100 წლის იუბილემდე პრინცი ორი თვით ადრე გარდაიცვალა, იუბილე მას 10 ივნისს უნდა აღენიშნა.

image

image

image

image








გადახედეთ:






ჟაკლინ კენედი: ამერიკელი "გეიშა" და მონროს "მკვლელი" ( ნაწილი პირველი)

image


ჟაკლინ კენედი: ამერიკელი "გეიშა" და მონროს "მკვლელი" ( ნაწილი მეორე)

image


ბრუნეის სულთნის ოქროსგუმბათიანი სასახლე, პატარძლის ოქროსქუსლიანი ფეხსაცმელი, ოქროს მანქანა და ა.შ.

image


როგორ ერთობოდნენ ბრუნეის მმართველი და მისი ძმა (ჰარამხანა, აუქციონი, სასამართლო) გაგრძელება

image


ემირატების პრეზიდენტი იმდენად მდიდარია, რომ არ ახსოვს ზუსტად რამდენ რეზიდენციას ფლობს მსოფლიოში

image


"კრემლის პრინცესა" - გალინა ბრეჟნევა, ნაკლებად ძლიერი ქალი დიდი შესაძლებლობებით

image


ნარკომანი ბელადები, პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები...

image


პარიკი მელოტი დედოფლისთვის

image


გულთამპყრობელი ადოლფ ჰიტლერი და მისი ქალები, რომელთა უმეტესობას თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა

image








0
358
3-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
358
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0