ჩაქარფული, რა თქმა უნდა, გაგისინჯავთ, მაგრამ ეს არის რეცეპტი, რომელმაც არაერთი სუტუმარი მოხიბლა ერთ-ერთი კახური ოჯახის დიასახლისმა. როცა "ფირმის" საიდუმლო ვიკითხეთ, აღმოჩნდა, რომ მთელი ეს პიკანტურობა წიწმატშია და კიდევ იმაში, რომ ტარხუნას მხოლოდ ფოთლებს იყენებს და არა მის ნორჩ ღეროებს.
დიდი რაოდენობით ტახუნა ეთერზეთების მაღალი შემცველობის გამო ტოქსიკურია და მისი გამოყენებისას დიდი მნიშვნელობა აქვს ზომიერებას.
გთავაზობთ იმ ჩაქაფულის რეცეპტს, რომელმაც 30 სტუმრის ოვაცია დაიმსახურა და სუფრიოს სხვა კერძები ხელუხლებელი დატოვა.
2 კილო ძვლიანი და ცხიმიანი ხორცი
3 კონა ტარხუნა,
5 კონა მწვანე ხახვი
2 საშუალო ქინძი (აყვავილებული თუ იქნება, კიდევ უკეთესია)
1 საშუალო კონა ოხრახუში
1 საშუალო კონა წიწმატი
5 ცალი ახალი ნიორი ფოთლებიანად
20 საშუალო ზომის მწვანე ტყემალი.
ნახევარი ლიტრი თეთრი ღვინო.
მწვანე წიწაკა გემოვნებით
მარილი გემოვნებით
დავაცალოთ ფოთლები ტარხუნას და დავჭრათ წვრილად ხახვთან, ქინძთან, ოხრახუშთან, ნიორთან ერთად. მწვანილის დიდი და უხეში ღეროები არ ჩავაჭრათ. ავურიოთ ერთმანეთში.
ქვაბში (უმჯობესია იყოს თიხის ან ემალირებული. ალუმინის ქვაბში არ გააკეთოთ!) ჩავაფენოთ დაჭრილი მწვანილი, დავაწყოთ ზედ ხორცი და ტყემალო, მოვაყროთ მარილი გემოვნებით და ასე ფენა-ფენად გავიმეოროთ. ზედა ფენა უნდა იყოს ხორცი(!).
რომ მოვრჩებით ჩაწყობას, ოდნავ დავაწვეთ და მსუბუქად დავპრესოთ.
ამ ქვაბზე ზევიდან დაეწყობა ისევ ხორცი და ამის შემდეგ დაიპრესება.
დავასხათ თეთრი ღვინო იმდენი, რომ ჩანდეს მხოლოდ მაშინ, როცა ჩაწყობილ მასას ხელით დავაწვებით. შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე და ვადუღოთ მომზადებამდე.