საქართველო "ოცნების" ხელით დაამხეს ქართული სახელმწიფო! ღირსება აყარეს ქართველ ხალხს! – ნახეთ, რა პოსტს ავრცელებს ხათუნა ხოფერია 2021, 22 აპრილი, 11:45 "პარადოქსი თუ ვაი ჩვენ პატრონს"- ამ სათაურით ეხმაურება ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების, ე.წ "შარლ მიშელის დოკუმენტს", რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა და რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან დიდი აღშფოთება მოჰყვა: "პარადოქსი თუ ვაი ჩვენ პატრონს. “ ქართული ოცნების” მესიჯბოქსის შედევრად უნდა ჩაითვალოს გუშინ ატაცებული ფრაზა- “ხელმოწერით რევოლუციას გადაგვარჩინეს!” ბატონო?.. ეგ. რომელ რევოლუციას?... რუსთაველზე შეკრებილი ( ვერშეკრებილი) 500-1000 კაცი რომ გვპირდებოდა?.. თუ რაიმე იცოდნენ პოლიტმამებმა და ჩვენ ვერ ვიგრძენით?... ისე, რევოლუცია ეწყობა ერთი მიზნით- ხელისუფლების დამხობის გზით, ხელისუფლებაში მოსასვლელად! და რას მივაღწიეთ მიშელის ( მაკეინის ბიჭის) დოკუმენტზე ხელმოწერით?... იგივეს!!!... დიახ, ნაცანალები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში ( კერ ნაწილობრივ) და ოცნების ხელით დაამხეს ქართული სახელმწიფო! ღირსება აყარეს ქართველ ხალხს! შეურაცხყვეს კონსტიტუცია და ქვექნის დამოუკიდებლობის დეკლარაცია! პარადოქსია?!... დიახ! “ ქართულმა ოცნებამ” სახელმწიფოს გადარჩენის ფსევდო ლოზუნგით, შეიწყალა და პოლიტპატიმრის გვირგვინით შემოსა კრიმინალი, მკვლელი, დამნაშავე ვინმე ჟორიკა რურუა!.. დიახ, სახელმწიფო მნიშვნელობის, უმაღლესი დიპლომატიის რანგში აიყვანა ჩვეულებრივი დამნაშავის პატიმრობა და სამარცხვინოდ მოიხარა ქედი კრიმინალური სამყაროს წინაშე... და ამის პარალელურად, თავისი დაგეშილ- დაფინანსებული ხალხის ხელით ტალახს ესვრის საკუთარი ეზო- კარისთვის, საკუთარი სოფლისთვის, საკუთარი ხეობისთვის, საკუთარი კუთხისთვის, საკითარი სამშობლოსთვის, ჩემი და შენი სამშობლოსთვის, ჩვენი მადლიანი მიწისთვის მებრძოლ ახალგაზრდა კაცს, რომელსაც ამდენი ხანია, ერთი დასაბუთებული ბრალი ვერ წაუყენა! არა და, ესვრის ტალახს! ხან რუსეთის გაწვრთნილს ეძახის და ხანაც იმ ნაციონალებისას, რომელსაც თავად გაუწვა ხასასავით! პარადოქსია?!.. დიახ! ვაი ჩვენ პატრონს?!.. აბა რა...." წერს ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია.799 1-ს არ მოსწონს |