x
image
თუთიკო ბერძენა
თანდათან მოდური ხდება პუტკუნობა: მოდის სამყაროში "+ზომა" მკვიდრდება და ხორცსავსე მოდელები გამოჩნდნენ
ალბათ ამჩნევთ, რომ თანდათან უფრო და უფრო მეტი ყურადღება ექცევა მოდას დიდ ზომებში. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, მოედლის ტიპის ქალებსისგან განსხვავებით, პუტკუნა ქალები თავს მეორე კლასის მოქალაქეებად გრძნობდნენ და ვფიქრობ, ძალიან კარგია, რომ ახლა სილამაზე გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე რიცხვი, რომელიც სასწორზე გამოისახება.

image

მოდის სამყაროში ყველა შესაძლო ეროვნების დიდი ზომის მოდელების ახალი წარმომადგენლობა გამოჩნდა. მოდით გავეცნოთ ამ მამაც ქალებს. ზოგადად მიჩნეულია, რომ პუტკუნა ადამიანები გაცილებით კეთილი, გულღია, იუმორით სავსე ადამიანები არიან და საყვარელი ხასიათით გამოირჩევიან.


პრისცილა კატერინა

image

სამოელი წარმოშობის მშვენიერი ქალი (დიახ, როკივით). ამ მოდელის მთავარი მიზანია ცნობიერების ამაღლება, რომ ეთნიკური წარმომავლობა უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ თეთრი, შავი ან ყვითელი. პრისცილას სურს. იყოს მისაბაძი მაგალითი ყველა პოლინეზიელი გოგონასთვის, რათა მათ შეძლონ თანასწორობა და იდენტიფიცირება თავიანთი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან.



არტი ოლივია

image

სინგაპურულ-ინდოელ მოდელს აქვს უნიკალური სტილი, რომელიც საკმაოდ ბევრის ყურადღების იქცევს. მას არ ეშინია ტანსაცმელზე სანახაობრივი დიდი გამოსახულებების ტარების, რაც უფრო მსუქანს აჩენს ადამიანებს. ნახეთ, რა გაბრწყინებული ადამიანია!


ბიშამბერ დას
image

ამ ბრიტანელ პლუს ზომის მოდელს აქვს ინდური ფესვები, რომლებიც აშკარად ჩანს მის გარეგნობაში. ინსტაგრამის გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ მისი ყველა საოცარი ფოტო. ის მართლაც ძალიან მოდური ქალბატონია.


ვივიან გაიან კიმი

image

ვივიან გაიანგ კიმი, არის ადამიანი, რომელიც ცდილობს სხეულის მრავალფეროვნება კორეული მოდის საშუალებით გამოხატოს. ეს არ იქნება მარტივი ამოცანა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ შეუძლია გაუმკლავდეს მას!


ნაომი ვატანაბე

image

იაპონური ბრენდის პლუს ზომის მოდელი. როგორც ამ დღეებში ყველას, მასაც აქვს ინსტაგრამი, რომელსაც შეგიძლიათ ნახოთ, რომ სიახლეები მიიღოთ მისი ცხოვრების შესახებ. სიმართლე გითხრათ, ის საკმაოდ მხიარულია, ასე რომ, მისი გვერდის გამოწერა ნამდვილად ღირს.


ვერონიკა პომე
image

ვერონიკა ს) პოლინეზიური წარმოშობისაა ისევ, ე როგორც პრისცილა კატერენა. როდესაც ის არ არის დაკავებული მსოფლიოს აჩვენოს, რომ არ გჭირდებათ მაჯა იყოს ძალიან წვრილი იმისთვის, რომ მოდურად გამოიყურებოდე. ის უამრავ ადამიანს ეხმარება თავდაჯერებულობის გაზრდასა და გაძლიერებაში.


თინდერი ბადჰეშა

image

ამ მოდელმა მოახერხა დამკვიდრება მოდის ინდუსტრიაში ჯერ კიდევ ნიუ – იორკის მოდის კვირეულის წინ. ის იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც ინსტაგრამის ანგარიშზე ძალიან ღიად საუბრობს და ამიტომ შთააგონებს ადამიანებს, რომ როგორც თავს წარმოიჩენს, ისე მიიღებს საზოგადოება მის ზედმეტ კილოგრამებსაც და ყველფერს, რაც დღემდე ნაკლად ითცლებოდა.


ალისონ თენგი

image


ქალი, რომელიც უამრავი მამაკაცის საოცნებო ქალად იქცა ერთი მარტივი მიზეზის გამო - მას მოწონს საკუთარი წონაც და ფორმებიც. თავდაჯერებული ადამიანია და თვლის, რომ ადამიანების მოწონების მდგრადად შენარჩუნების მთავარი კრიტერიუმია ის, რაც შიგნიდან ასხივებს.

1
352
6-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
352
  
2021, 21 აპრილი, 23:20
გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ ჩემთვის გვერდებზე ფენებად ჩაკეცილ ქონიანი ქალი არასასიამოვნო შესახედია.
იმედია არ ჩამქოლავენ-გენეტიკას ვითვალისწინებ და მათზე არა მაქვს საუბარი.
0 1 1