სხვა უშუს გუნდი კვლავ დაუმარცხებელია! 2021, 20 აპრილი, 23:14
- გიორგი თქვენ 7 პირველი ადგილი მოიპოვეთ თბილისში გამართულ ტურნირზე, როგორ შეაფასებთ აღნიშნულ შედეგს? - დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, შეჯიბრებაზე საქართველოს დაახლოებით 10-12 გუნდი იღებდა მონაწილეობას, კონკრეტულად უშუ-სანდაში 16 წონით კატეგორიაში გაიმართა შეჯიბრება, 16 წონიდან კი 7 წონაში პირველი ადგილი ჩვენ მოვიპოვეთ. დანარჩენი ცხრა პირველი ადგილი კი დანარჩენმა გუნდებმა გაიყვეს, აქედან გამომდინარე ვფიქრობ რომ შედეგი საუკეთესო იყო, გუნდურ ჩათვლაში ჩვენი გუნდი პირველ ადგილზე გავიდა. - თქვენი გუნდიდან რომელი სპორტსმენის მონაწილეობას გამოარჩევდით? - ძალიან ძნელია რომელიმე კონკრეტულად გამოვარჩიო რადგან ვინც ჩემპიონი გახდა ყველამ საუკეთესოდ იასპარეზა, მაგრამ განსაკუთრებულად შემიძლია გამოვყო პატარა ნიკა წიკლაურის და გივი გოჩიტაშვილის ბრძოლები, მათ ორ-ორი ბრძოლა დომინაციით აშკარა უპირატესობით გაიმარჯვეს. - როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? - სამომავლოდ დიდი ალბათობით გავემგზავრებით ქუთაისში, რადგან შემდეგი კალენდარული შეჯიბრება ქუთაისშია ჩანიშნული. მაქსიმალურად ვეცდებით იქაც ვასახელოთ დედოფლისწყარო. - მუნიციპალიტეტიდან თუ გაქვთ მხარდაჭერა? - რათქმაუნდა, შეჯიბრებებზე მონაწილეობის ხარჯებს მუდმივად გვიფინანსებს ჩვენი მერია და ამ მხრივ ვგრძნობთ მათ დიდ მხარდაჭერას, ასევე ჩვენი რაიონის მოსახლეობისგან, ემიგრანტებისგან ვგრძნობთ დიდ მხარდაჭერას და სიყვარულს რისთვისაც ყველას მათ დიდ მადლობას ვუხდი. - მინდა გკითხოთ როგორი მდგომარეობა გაქვთ სავარჯიშო ინვენტარის მხრივ? - რაც შეეხება სავარჯიშო ინვენტარს, რამდენიმე თვი წინ უშუს ფედერაციამ 3000 ლარის ინვენტარი გადმოგვცა საჩუქრად რამაც ძირითადი დანაკლისები შეავსო, მაგრამ გვაქვს კიდევ საჭიროება გარკვეული ინვენტარის დაახლოებით 2-3 ათასი ლარის დამატებით თანხას მოითხოვს, რაც ადრე თუ გვიან აუცილებლად მიიღწევა და შევქმნით ინვენტარით სრულად აღჭურვილ ბაზას. - და ბოლოს, თქვენ ხშირად ერთვებით საქველმოქმედო და გამწვანების, ასევე დასუფთავების აქციებში, ამ მხრივ უნდა ველოდოთ თუ არა თქვენი გუნდისგან კვლავ რაიმე სიახლეებს და აქტიურობას? - აუცილებლად, 2021 წელს ჩვენი გუნდი 10 წლის ხდება და დაგეგმილი გვაქვს ძალიან ბევრი აქტივობა, წინასწარ არ მინდა საუბარი ამ თემებზე, მაგრამ აუცილებლად გვექნება აქტივობები. ვალერი კოკილაშვილი 35 1-ს მოსწონს
|