სხვა ინდოეთში ფეხბურთის მატჩისას მოედანზე შხამიანი გველები შეიჭრნენ - ნახეთ, როგორ დასრულდა ინცინდენტი 2021, 19 აპრილი, 23:21 ინდოეთში საფეხბურთო მოედანზე მატჩის დასრულების დროს მოულოდნელად რამდენიმე შხამიანი გველი შეიჭრა. თამაში მიმდინარეობდა ქალაქ კალკუტის გუნდებს შორის. არცერთი ფეხბურთელი და მოედანთან ახლოს მყოფი პირი არ დაშავებულა. შხამიანი გველების გამოჩენას მოედანზე პანიკა არ გამოუწვევია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი გასახდელთან ახლოსაც მიხოხდნენ. ფეხბურთელებმა მომხდარის შესახებ რამდენიმე ხნის მერე გაიგეს. "მე კვლავ იქ თამაშის შემეშინდებოდა", - განაცხადა ინდოეთის ეროვნული საფეხბურთო კლუბის ნახევარმცველმა, რაჰიმ ნაბიმ. კალიანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის თქმით, შხამიანი გველების გამოჩენა საფეხბურთო მოედანზე აიხსნება ცხელი ამინდით (გასათბობად გველების ნაწილი ტოვებს ხვრელს, სოროს და მზეზე გამოდის). ეს შემთხვევა 2013 წელს მოხდა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, მშვიდობიანად დასრულდა. 839 3-ს მოსწონს
|