x
image
melody_inside
Tik Tok -ის სასიკვდილო გამოწვევა_ „დალიე 40 აბი წამალი და ნახე რა მოხდება“  
image



სოციალურ ქსელ Tik Tok-ში გავრცელბული სასიკვდილო ჩელენჯისგან დაზარალებული მოზარდების რაოდენობა გაიზარდა მეზობელ უკრაინაში. ჩელენჯს ეწოდება „დალიე 40 აბი და ნახე, რა მოხდება“. (ჩელენჯი-მოდური ინგლისური სიტყვაა, რომელიც შეიძლება გადაითარგმნოს, როგორც „გამოწვევა“, იგულისხმება - „აბა შენ თუ შეძლებ ამის გაკეთებას“)



ბავშვებს სთავაზობენ მიიღონ პრეპარატი „დროტავერინი“. რისგანაც საუკეთესო შემთხვევაში შეიძლება მოხვდე საავადმყოფოში, უარეს შემთხვევაში კი - მოკვდე. სწორედ ასე დაემართათ მოსწავლეებს ბოიარკაში 16 თებერვალს.



იმ საბედისწერო დღეს ორმა მეგობარმა გოგონამ ( 12 და 13 წლის) გადაწყვიტა მიეღოთ ეს ჩელენჯი, შეიძინეს დასვენებაზე და დალიეს 40 აბი „დროტავერინი“ – პოპულარული „ნო- შპა“_ ს იაფი ანალოგი. ცოტა ხანში კლასელებმა ისინი უგონო მდგომარეობაში იპოვეს.



პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციაში ზუსტად არის მითითებული მიღების მაქსიმალური დასაშვები დღიური ნორმა (ჩელენჯის პირობა მას ათჯერ აღემატებოდა) და დოზის გადაჭარბების შედეგები: კუჭნაწლავის სისტემის მუშაობის დარღვევა, გულის კუნთის მოდუნება, გულის გაჩერება და სასუნთქი გზების დამბლა. ამ წამლის შეძენა უკრაინის სააფთიაქო ქსელში ურეცეპტოდაა შესაძლებელი.



ბავშვთა დაცვისა და ძალადობასთან ბრძოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, იულია უსენკოს თქმით, გოგონები სუიციდისკენ მიდრეკილნი არ იყვნენ. მათ ასევე არ ჰქონდათ პრობლემები ოჯახში და თანატოლებთან.

პოლიციამ თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე აღძრა. გამომძიებლებმა დაუყოვნებლივ გაუგზავნეს წერილები უკრაინის სახელმწიფო სამედიცინო სამსახურს, ბავშვებზე წამლების რეალიზაციის კანონიერების შესახებ.



მეორე დღეს, 17 თებერვალს, იუმანში ორმა მერვეკლასელმაც დალია „დროტავერინი“ სკოლის შენობაში, რის შემდეგაც მოთავსებული იყვნენ საავადმყოფოში. მაგრამ, ამ შემთხვევაში მათ მხოლოდ 10 აბის დალევა მოასწრეს.

გოგონები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ საფრთხე აღარ ემუქრებათ. მოსწავლეებმა არ აღიარეს სასიკვდილო ჩელენჯში მონაწილეობა. თუმცა, ეჭვიც კი არაა იმისა, რომ ეს მოზარდებიც მორიგი მსხვერპლი არიან სასიკვდილო ვირუსული ტიკ-ტოკის ჩელეჯისა.





ქსელში უამრავი გამაფრთხილებელი პოსტი ჩნდება სასიკვდილო საფრთხის არსებობის შესახებ.

image

სხვა სასიკვდილო ჩელენჯები




იანვარში, იტალიის ქალაქ პალერმოში გარდაიცვალა ათი წლის გოგონა TikTok-ის სახიფთო ჩელენჯის გამეორების მცდელობისას. ჩელენჯი მდგომარეობდა შემდეგში- ჟანგბადის უკმარისობის გამო თვალებში წამიერი დაბნელების გამოწვევა.



გასულ წელს TikTok-ში პოპულარული იყო ჩელენჯი, როცა სამი ადამიანი დგება ხაზზე და ერთდროულად ხტება. თუმცა, ხტება მხოლოდ შუაში მდგომი, ხოლო დანარჩენი ორი, წინასწარი მოლაპარაკების მიხედვით, ფეხებით „კვანტს“ უკეთებენ, რის შედეგადაც გათამაშების მსხვერპლი ეცემა.

ეს კი იმითაა საშიში, რომ თავი დაარტყა ძლიერად მიწაზე. ამის გამო აშშ-ში დაფიქსირდა რამდენიმე სასიკვდილო შემთხვევა.

Источник



იხილეთ ასევე:



image



ფიჭური კავშირი საკმაოდ მჭიდროდ შემოვიდა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მობილური ტელეფონის კვების წყაროს წარმოადგენს დასატენი ელემენტი. ჩვეულებრივ, მისი მუხტი მაქსიმუმ ორი-სამი დღე ჰყოფნის ტელეფონს ნორმალური მუშაობისთვის, რის შემდეგაც ბატარეის დატენვა დამტენი მოწყობილობიდან ხდება. დატენვის დასრულების შემდეგ



image


რას უნდა ნიშნავდეს? ეს უბრალოდ წარმოსახვის თამაშია თუ არის ამაში რაღაც კიდევ ისეთი? თუ თქვენ ოდესღაც დაგიკარგავთ საყვარელი ადამიანი, მაშინ იცით, რომ მისი დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს მთელი ცხოვრება გრძნობთ მანამდე, სანამ არ დადგება ერთგვარი შვების მომენტი. და როდესაც განიცდით ახლობელი ადამიანის სიკვდილს, ის ხშირად ყველგან გეჩვენაბა...



image


გაიცანით ეს არინა ალიევაა, რომელმაც მაშინვე დაიპყრო სილამაზის კონკურსის ინტერნეტ- მაყურებელი. 4 000 -ზე მეტ პრეტენდენტებში ხმის მიცემის შედეგების მიხედვით ეს ლამაზმანი საუკეთესოების შორის მოხვდა. მაგრამ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მაკიაჟის და პარიკის ქვეშ ბიჭი იმალება! ...


image


საზოგადოებაში ტირილი მიღებული არ არის, თუმცა სწორედ ამ მეთოდს მიმართავენ ხშირად მედიაში. ახლობელი ან თუნდაც უცნობი ადამიანის ცრემლები დიდ ზეგავლენას ახდენენ საზოგადოებაზე. მათ შეუძლიათ მტერი მოკავშირედაც კი გადააქციონ. სწორედ ამიტომ, მრავალი ადამიანი იყენებს ცრემლებს, როგორც მანიპულირების საშუალებას. ამავდროულად ტირილს უფრო მეტი დადებითი ასპექტები გააჩნია ჯანმრთ...




5
98
10-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
98
  
2021, 16 მაისი, 1:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 20 აპრილი, 17:04
იდიოტიზმის პიკი...
2021, 20 აპრილი, 12:21
ასეთი შტერი როგორ უნდა იყო.
2021, 20 აპრილი, 11:03
რატომ და ვინ იგონებს ასეთ საშინელებებს? პარაზიტები
0 1 5