x
image
მადამ ფისუნია
DOTA 2 Sven - გმირის ისტორია
image

საუკუნეების განმავლობაში დაჩრდილულ სანაპიროზე წესრიგს ამყარებდა ვიგილის ორდერი. ამ ორდერის რაინდები ხშირად ებრძოდნენ სხვა ტომებს საკუთარი სახლის დასაცავად. ამ ორდერში იყო გამორჩეული მეომარი, რომელზეც დიად ლეგენდებს თხზავდნენ. ვინ იფიქრებდა, რომ ასეთი სახელოვანი მეომარის ყურადღებას მიიპყრობდა უცხოტომელი გოგო?

მითუმეტეს მაშინ, როდესაც ტომის კოდექსი ამას სასტიკად კრძალავდა და მოითხოვდა როგორც სულიერ ასევე ფიზიკურ უმანკოებასაც. რაინდმა უცხო ტომელი ლამაზმანისადმი ტრფობა ვერ დაძლია, რის გამოც საკუთარმა ტომმა ის სიკვდილით დასაჯა. უკანონო ბავშვზე ორსული მარტოდ დარჩენილი გოგონა კი საკუთარმა ტომმა უარყო და გააძევა.

სრულიად ეულად დარჩენილს ვაჟი შეეძინა, რომელსაც სვენი დაარქვა, მისი ერთადერთი მიზანი იყო ბავშვის აღზრდა, თუმცა ეს მხოლოდ ნაწილობრივ მოახერხა. როდესაც ბიჭი 12 წლის შეიქნა ქალი უკურნებელმა სენმა შეიწირა.


სრულიად მარტო დარჩენილმა ბიჭუნამ დედა მარტომ დაასაფლავა, საფლავის გულზე უზარმაზარი ლოდი დაადო და მასზე მუშტი ამოკვეთა ლურსმნით.

ქოხი რომელშიც დედასთან ერთად ცხოვრობდა გადაწვა და დაადგა გზას, რომელსაც შურისძიებამდე უნდა მიეყვანა.

რამდენიმე დღიანი სიარულის შემდეგ უზარმაზარ თეთრ სასახლეს მიადგა, დიდი გუმბათით და მუხის კარიბჭით.

როდესაც კარზე დააკაკუნა აბჯრიანმა კაცებმა გაუღეს და ჰკითხეს თუ რა ესაქმებოდა მათთან. ვაჟმა თავმდაბლად წარუდგინა საკუთარი თავი და უთხრა რაინდებს რომ უსახლკაროდ დარჩენილი ობოლი ბიჭი იყო და თავშესაფარს ეძებდა.

ვიგილის ტომმა იგი სასახლეში შეიპატიჟა, აიყვანა შეგირდად და მისი გაწვრთნა დაიწყო. ვაჟმა ბრძოლის საუცხოო ნიჭი და ხმლის ქნევის დიდებული ოსტატობა გამოავლინა.

თავის ასეთი წარმოჩენის შემდეგ სვენმა დუმილის ფიცი დადო და არავის გაუმხილა ამის მიზეზი.

დრო გადიოდა, ბიჭი თვალსა და ხელს შუა იზრდებოდა, ვაჟკაცდებოდა და ძლიერდებოდა. სვენის ორდერში მოსვლიდან 13 წლის თავზე თანატომელებმა მისი დაწინაურება და რაინდად კურთხევაა გადაწყვიტეს, რაც უდიდესი პატივი იყო ვიგილის ტომის მეომრებისათვის და რომლითაც მხოლოდ ერთეულებს აჟილდოებდნენ.

ერთ-ერთმა აბჯრიანმა რაინდმა სვენს უზარმაზარი ხმალი და ხელთათმანი გადასცა და თან უამბო, მისი წინა მფლობელის შესახებ, რომელიც ერთ დროს საუკეთესოთა შორის საუკეთესო იყო, სანამ უცხო ტომის ურჯულო გოგომ არ მოაჯადოვა და აიძულა ვნებას აჰყოლოდა.

მის ამგვარ ქმედებას და ტომის წესდების ღალატს მისი სიკვდილით დასჯა მოჰყვა და ეს ნივთები ერთადერთი იყო, რაც მისგან დარჩა.

ამბის მოყოლა რომ დაასრულა მასწავლებელმა, სვენს ჰკითხა, იქნებ ახლა, როდესაც დიდებული მეომარის წოდებას იღებ გატეხო საკუთარი დუმილის ფიცი და რამე თქვაო.

სვენი ასეც მოიქცა, თავჩახრილმა ჩურჩულით წარმოსთქვა, რომ ის დიდებული მეომარი სწორედ რომ მამამისი იყო, ურჯულო ჯადოქარი უცხო ტომიდან კი - დედა.

ამ სიტყვების თქმა იყო და სვენის თვალები შურისძიების წყურვილით აინთო სხეული კი გაწითლდა, იღრიალა მასწავლებელს ხელიდან გამოსტაცა მამის ნივთები და ვიგილის ორდერის მეომართა ხოცვა დაიწყო.

როდესაც ვიგილის ორდენის ბოლო მეომარი მოკლა, მათი კოდექსი ცეცხლში შეაგდო და მხოლოდ მას შემდეგ დატოვა თეთრი ციხესიმაგრე.

სვენმა შექმნა საკუთარი კოდექსი, ისეთი რომელიც არცერთ წიგნში არ ეწერა, კოდექსი, რომელიც საკუთარი გულიდან მოდიოდა და არასდროს დაურღვევია ის.


0
20
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0