სხვა DOTA 2 Queen Of Pain - გმირის ისტორია 2021, 19 აპრილი, 16:52
ელზას სამეფოს მმართველი და მღვდელმთავარი გულით ატარებდა ტრფობას აკრძალული ტკივილისადმი. ღირსეული მმართველისთვის ასეთი განცდები მკრეხელობად ჩაითვლებოდა თუ ამას ვინმე შეიტყობდა, მას სამეფოს მოღალატედ შერაცხავდნენ და თვით საღვთო ტახტისადმი ყველა რწმენა საფრთხეში აღმოჩნდებოდა. ამიტომ, მეფემ დატყვევებულ დემონოლოგებს მიმართა და თავისუფლება აღუთქვა მას, ვინც შეძლებდა გამოეძახა ტანჯვის დემონი - სუკუბუსი, რომელიც დაემორჩილებოდა მმართველის ნებას და დაუოკებდა ვნებებს. ასე გამოჩნდა ჩვენს სამყაროში არსება სახელად აკაშა და მან ისეთი საზარელი ტანჯვა მოიტანა, რომ მონარქმა მას თავისი საიდუმლო დედოფალი უწოდა და მასთან ყოველი თავისუფალი წუთის გატარება დაიწყო. დროთა განმავლობაში მან დაივიწყა ყველა სამეფო მოვალეობა და მიეცა იმ ვნებიან ტანჯვას, რომლის გამოწვევაც მხოლოდ მის საიდუმლო დედოფალს შეეძლო, რაც საოცარ ბედნიერებას ჰგვრიდა. მეფე სუკუბს სიკვდილის კარამდე მიჰყავდა, მაგრამ მორჩილების რუნები მას აჩერებდნენ, მმართველი კი ცოცხალი რჩებოდა. ბოლოს ხალხი აუჯანყდა დაუდევარ მონარქს : შეუვარდნენ საკუთარ სასახლეში და გადააგდეს დაწყევლილი კოშკიდან. როგორც კი მეფე გარდაიცვალა, აკაშამ აიწყვიტა ჯაჭვები, ჰპოვა თავისუფლება და გადააგდო ბორკილები ...
და ახლა მას მოაქვს ტანჯვა ყველასთვის, ვინც მოსწონს.
იგი გადაიქცა ნამდვილ ტკივილის დედოფლად. მოსწყინდა რა, უბრალო მოკვდავთა ტანჯვა გაემართა დიდებული ბრძოლისაკენ, რომ მიეტანა მათთვის საზარელი ტკივილი
7 2-ს მოსწონს
|