შოუბიზნესი კიმ კარდაშიანი კენდალ ჯენერის წინააღმდეგ - რა მოხდა დებს შორის? 2021, 19 აპრილი, 12:30 სიახლე არავისთვის არაა და ამიტომ კარდაშიანი-ჯენერის ოჯახი წარდგენას არ საჭიროებს. ყველა იცნობთ სომხური წარმომავლობის ამერიკელ მსახიობსა და მოდელს, კიმ კარდაშიანს, რომელიც 1980 წლის 21 ოქტომბერს ლოს-ანჯელესში დაიბადა. კიმი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მისი და მისი საყვარლის, რეი ჯეის სექს-ფირები გავრცელდა და ასევე, ის საზოგადოებამ ერთ-ერთ არხზე რეალითი შოუთი გაიცნო, სადაც მისი ოჯახის წევრებიც მონაწილეობდნენ.
ოჯახმა კარგად იცის, თუ როგორ იშოვოს ფული მარტივად. სოციალური ქსელით რეკლამების გაკეთება, მათი ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზაა გასამდიდრებლად. ![]() მოკლედ, ყველა კარგად იცნობთ კიმ კარდაშიანს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ეაპატაჟური ვარსკვლავია არამარტო ამერიკის, არამედ მსოფლიოს ცნობილი სახეებიდან. მისი მხოლოდ მაღაზიაში გასვლაც კი დისკუსიის თემა ხდება. პაპარაცები მუდამ კარში ელოდებიან სატელევიზიო ვარსკვლავს, რომელიც ჩვენს იმედებს არასოდეს აცრუებს და ყველა ჯერზე, ახალი, პროვოკაციული სტილით ათამამებს მათ, ისინი კი კვებავენ მოწყურებულ და მოშიებულ საზოგადოებას. რამდენიმე წლის წინ ყველას ეგონა, რომ პატარა კენდალი იმეორებდა დის, კიმის სტილს, არადა, პირიქითაა - კიმ კარდაშიანი ცდილობს დაეწიოს დის მოდურ ლოკომოტივს. ![]() სწორედ დღევანდელ სტატიაში შეიტყობთ, თუ რა გახდა დების დაპირისპირების და დისკუსიის მიზეზი ბოლო თვეების განმავლობაში. რატომ არ უნდა ატაროს კიმმა ის, რაც კენდალს ძალიან მოსწონს ან უხდება და რას ნიშნავს მათი პორნო-ციებ-ცხელება? ![]() გარკვეული დროის წინ, კენდალმა ჩაიცვა მკერდმოშიშვლებული კაბა-კომბინიზონი, ნათლად ჩანდა, რომ მას არ ეცვა ბიუსტჰალტერი და მკერდზე პირსინგიც აშკარა იყო. მისმა იმიჯმა უდიდესი რეზონანსი გამოიწვია, მიზეზი კი ერთი იყო - რამდენიმე დღით ადრე ამ ამბამდე, აშშ-ში დაიწყო #NoBraNoProblem -ის კამპანია, რომელიც იცავდა იმ ქალთა უფლებებს, ვინც არ ატარებდა ბიუსტჰალტერს. ![]() სწორედ ამ დროს გავრცელდა ჭორები, რომ კენდალი იმეორებდა კიმის სტილს და ცდილობდა ბიუსტჰალტერის გარეშე გაესვა ხაზი მკერდისთვის. ![]() რაც შეეხება კიმის შიშველ ფოტოებს, ის მას იმდენი აქვს, რომ... ხალხის მძაფრი რეაქცია და დაცინვა ყველაზე მეტად მისმა მთლიანად შიშველმა სხეულმა გამოიწვია, რომელიც კიმმა სარკეში გადაიღო მეორე ბავშვზე მშობიარობიდან მეორე თვეს. ამ ფოტოს მსახიობი ბეტი მიდლერიც კი გამოეხმაურა: ”თუკი კიმს სურს რაიმე ახალი აჩვენოს, მაშინ მას მოუწევს კამერის გადაყლაპვა”. ![]() კენდალ ჯენერი არ უარყოფს, რომ მოსწონს სიშიშვლე, თუმცა ამას "გოგოშკურად" აკეთებს და არა ვულგარულად. ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ Instagram-ზე უკვე 61-ზე მეტი მილიონი გამომწერი ყავს, მართალია კიმის გამომწერთა რიცხვი 77 მილიონზე მეტია, თუმცა დაიკო დიდად აღარ ჩამოუვარდება. გასაკვირი არც არის, კიმი ხომ Vogue-ის გარეკანზეც გამოჩნდა და Forbes- ის სახეც გახდა. ქალბატონმა უესტმა (მეუღლის გვარი), კარგად იცის როგორ გახდეს პოპ-ვარსკვლავი. არც კენდალი ჩამორჩა დას. Vogue-ის გარეკანზე ისიც იყო და სხვა წვრილ-წვრილ უამრავ გამომცემლობის გარეკანზეც. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პაექრობაში ქულა ერთით-ერთია. ![]() აქვე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მის პატარა დაიკოსაც ძალიან უყვარს გამჭვირვალე სამოსი და Coachella-ს ფესტივალზე სიარული. ![]() ![]() კიმი, მეორე ქმრის, კაენი უესტის გაცნობამდე ვულგარულად იცვამდა და არაერთხელ მოხვდა უგემოვნო ვარსკვლავების სიაში. აშკარა სხვაობაა მას შემდეგ, რაც ის მეორედ გათხოვდა, უესტმა ის და მისი გემოვნება საგრძნობლად დახვეწა. ![]() დების სურათებში აშკარა მსგავსებას ნახავთ - ორივეს უყვარს ღრმა დეკოლტე, ტანზე მომდგარი კაბები, კორსეტები, სრიალა კაბები, ფეხსაცმელი ქუსლებით, საცვლების ნაკლებობა და გამჭვირვალე ქსოვილები. ![]() ![]() ხალხის თქმით, ეს ყველაფერი კიმზე გამოიყურება, როგორც პორნო-ვარსკვლავზე, ხოლო კენდალის შემთხვევაში კი თხელი მოდელია. თქვენ რომლის სტილი მოგწონთ? ![]() ![]() იხილეთ აგრეთვე: კარდაშიანების ოჯახს პლაგიატობაში სდებენ ბრალს ![]() 176 5-ს მოსწონს
|