სხვა
გოგოებო, წავედით! 6 ქვეყანა, სადაც ქალის სიმსუქნეს თაყვანს სცემენ
2021, 18 აპრილი, 19:33
რაც არ უნდა გაგიკვირდეთ ბევრ ქვეყანაში ჭარბი წონა ჯანმრთელობის, სიმდიდრისა და ბედნიერების სიმბოლოდ ითვლება. სწორედ ამიტომ ქალების უმრავლესობა ყველანაიარად ცდილობს სილამაზის ეს ერთობ უცნაური სტანდარტი ყველა საშუალებით დაიცვას და გრამი არ მოიკლოს. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ რამდენიმე ადგილს, სადაც ქალის სიმსუქნე განსაკუთრებით ფასობს, ვინაიდან ამ ქვეყნებში ისტორიული და კულტურული ტენდენციები მხოლოდ ამას უწყობს ხელს. მაშ ასე, თქვენ წინაშეა 6 ქვეყანა, რომელიც ქალთა სიმსუქნეს პროპაგანდირებს.
ტონგა
წყნარი ოკეანის პატარა კუნძულ - ტონგაზე ჭარბი წონა რაც არ უნდა გაგიკვირდეთ სილამაზის სიმბოლოდ ითვლება. კუნძულზე 140, 000 მოზრდილი ადამიანიდან 100, 000 -ს ჭარბი წონა ქვს.
ქუვეითი
15 წელზე მეტი ასაკის მქონე ქუვეითის ქალების 52%-ი ჭარბი წონით იტანჯება. ამ ქვეყანაში ქალის სიმსუქნე - სიმდიდრისა და კეთილდღეობის ნიშანია.
ფიჯი
წყნარი ოკეანის სამხრეთ–დასავლეთით მდებარე სახელმწიფოში ქალებში ფართე წელი ჯანმრთელობის, სიმდიდრისა და ნაყოფიერების სიმბოლოდ ითვლება, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა უპირატესობს არაჯანსაღ საკვებს ანიჭებს, რაც მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.
იამაიკა
სინატიფე აქ მწუხარებასთან, ჭარბი წონა კი - ბედნიერებასთან ასოცირდება. სხვათაშორის, ცხიმი იამაიკელ ქალბატონებს ძირითადად თეძოებზე უგროვდებათ, რაც კარიბის ზღვაში მდებარე ამ მცირე კუნძულოვან სახელმწიფოში ძალიან მიმზიდველად ითვლება.
სამოა
სამოას მკვიდრი მოსახლეობა ოდითდგანვე საკვების ქრონიკულ უკმარისობას განიცდიდა, რის გამოც ზედმეტი კალორიების შენახვა ცხიმოვან ქსოვილებში ისწავლეს. ასეთი "გენეტიკური კოდი" მათ დღემდე შემორჩათ.
სამხრეთ აფრიკა
აივ - ინფექციის გავრცელების გამო, წონის კლება აქ ავადმყოფობასთან ასოცირდება, ამიტომ ქალები თამამად იმატებენ წონაში და მამაკაცებში საკმაოდ დიდი პოპულარობითაც სარგებლობენ.