ავაზამ "სარა" სირბილის რეკორდი მოხსნა 100 მეტრი 5.9 წ (ვიდეო)
2012, 5 სექტემბერი, 9:43
11 წლის ავაზა ოჰაიოს შტატში მდებარე ცინცინატის ზოოპარკის მკვიდრია. სპეციალურად მოწყობილ სარბენ მდელოზე მან მაქსიმალური 100 კმ/სთ სიჩქარე დააფიქსირა, გვამცნობს ზოოპარკის წარმომადგენლობისა და National Geographic-ის ჟურნალის მიერ შედგენილი ერთობლივი მოხსენება, რომელიც ხუთშაბათს (2 აგვისტო) გავრცელდა. National Geographic-ი სარასა და სხვა ავაზებს ფოტოებს უღებდა ნოემბრის ნომრისთვის, სადაც სიჩქარის უპრეცედენტო მაჩვენებლებზე იქნება საუბარი. სარას სპრინტი (მცირე დისტანციაზე სირბილი) წარმოადგენს 100 მეტრის ყველაზე სწრაფად დაფარვის შემთხვევას. აქამდე არ დაფიქსირებულა სხვა რომელიმე ცხოველი, რომელიც ამ მანძილს იგივე ან უფრო ნაკლებ დროში გაირბენდა (5.9 წ) თუმცა ეს სულაც არ ყოფილა სიურპრიზი კეტრინ ჰილკერისთვის, რომელიც ცინცინატის ზოოპარკის კატების დაცვის პროგრამის დამაარსებელია. ის სარას ჯერ კიდევ ლეკვობიდან ზრდიდა. „სარასავით ვერავინ დარბის. ყოველთვის ვიცოდი, რომ 6 წამზე ნაკლებ დროში შეეძლო გარბენა, მაგრამ ახლა, როცა ეს მოხდა და საკუთარი თვალებით ვიხილე, უბრალოდ საოცრებაა”, ამბობს ჰილკერი. „სირბილისას ლაქებიან რაკეტას ჰგავდა. აქამდე არცერთი ცოცხალი არსება არ მინახავს, რომელიც ასეთი სწრაფი იქნებოდა.” მიუხწდავად სარას რეკორდისა შეიძლება ითქვას, რომ ველურ ბუნებაში უკეთესი შედეგის მიხწევა შეიძლება.