ტექნოლოგიური სიახლეები გაიცანით სექს-რობოტების ქარხანა 2021, 18 აპრილი, 16:26 სექს-თოჯინები RealDoll სექსუალური ძალიან ჰგავს ადამიანს, მაგრამ ახლა დანამდვილებით შეგვიძილათ ვთქვათ, რომ ისინი "ხორცისა და სისხლისგან'' არ არის დამზადებული, რადგან ბრენდმა საკუთარ "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა რობოტიზირებული სექს–თოჯინების ქარხნის საამქროს ფოტოები.
2020 წელს RealDoll დასახელდა საუკეთესო სექს – თოჯინების მწარმოებლად. იმავე წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, ამავე საქონელზე მოთხოვნილებამ ისტორიულ პიკს მიაღწია. "ჩვენ აბსოლუტურად აღფრთოვანებული ვართ ამ ჯილდოთო! მან ღირსეული ადგილი იპოვა ჩვენს შტაბში. მადლობა ყველას, ვინც ხმა მოგვცა და ოცნების რეალობად ქცევაში დაგვეხმარა!"-განცხადა RealDoll-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მეთიუ მაკმალენმა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შეზღუდვების დაწესების გამო, ადამიანები პირადად სულ უფრო იშვიათად ხვდებიან ერთმანეთს, სამაგიეროდ საქონლის მწარმოებლები ზრდასრულებისთვის ზეიმობენ: მათ არ ახსოვთ ოდესმე თავიანთი პროდუქტების მიმართ ასეთი დაინტერესება ყოფილიყოს. შეკვეთების რაოდენობა, თავად მწარმოებლების განცხადებით, 35% -ით გაიზარდა. საშუალოდ, სხვადასხვა ბრენდების სექსუალური თოჯინებზე მყიდველები დაახლოებით 3 ათას დოლარს ხარჯავენ. RealDoll– ის ძირითადი მოდელი დაახლოებით 4 ათასი დოლარი ღირს, მაგრამ თუ გსურთ მაქსიმალური რეალიზმი, მაშინ 12 ათასი დოლარის გადახდა მოგიწევთ. პანდემიას ვერც ეს ქარხნანა გადაურჩა: ტანების დიდი პარტია ვერ მიიღეს ჩინურ ქარხნებიდან საერთაშორისო სატრანსპორტო კავშირის შეწყვეტის გამო. მაგრამ RealDoll– ის თანამშრომლები იმედგაცრუებულნი არ არიან. როგორც ჩანს, მათ სიამოვნებთ საკუთარი სამუშაო. შემკვეთს შეუძლია დააპროგრამოს საკუთარი თოჯინა ისე, როგორც თავად სურს. სექს-რობოტოს შეუძლია მარტივი საუბარი და სახის მიმიკის შეცვლა ემოციების გამოსახატავად. მწარმოებლის თქმით, შორს არ არის ის დღე, როდესაც კიბერთანამგზავრებს ექნებათ სრულფასოვანი ხელოვნური ინტელექტი. 539 2-ს მოსწონს
|