საზოგადოებრივი ქვეყნები,სადაც ქალები მამაკაცებზე მეტნი არიან 2021, 18 აპრილი, 14:07 გაეროს შეფასებით, მთლიანად მსოფლიოში 1000 ქალზე საშუალოდ 1018 კაცი მოდის. როგორც ხედავთ, სხვაობა ძალზე უმნიშვნელოა, მაგრამ სხვადასხვა ქვეყნებში გენდერული ბალანსი ძალზე არათანაბარია. მაგალითად არაბულ ქვეყნებში მამაკაცები გაცილებით ჭარბობენ ქალებს, ხოლო ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, პირიქით, მამრობითი სქესის მოსახლეობის დეფიციტია. ქვემოთ გაეცნობით ქვეყნებს, სადაც მშვენიერი სქესი ჭარბობს. 1-ლატვია- კაცი და ქალი თანაფარდობა შესაბამამისად 84, 8/ 100-ზე 2-ლიეტუვა- შესაბამისად თანაფარდობა 85, 3/ 100-ზე 3-მარტინიკა-(კუნძული კარიბის ზღვაში)-შესაბამისად 84, 5 /100-ზე 4-კიურასაო-კიდევ ერთი კარიბის ზღვის ჯუჯა სახელმწიფო-შეასაბამისად 85, 6/ 100-ზე 5-გვადელუპა-ყოფილ ფრანგულ კოლონიაში თანაფარდობა 86/100-ზეა 6-უკრაინა-თანაფარდობა 86/100-ზე 7-ბელარუსი-თანაფარდობა 86, 8/ 100-ზე 8-სომხეთი-თანაფარდობა შესაბამისად 86, 5 / 100-ზე 9-რუსეთი-თანაფარდობა ბელარუსის ანალოგიურად-86, 8/ 100-ზე 10-ესტონეთი-შესაბამისად-88/100-ზე კაცებზე მეტი ქალები ცხოვრობენ შემდეგ ქვეყნებში:უნგრეთში, პორტუგალიაში, სალვადორში, ჰონგ-კონგში და სხვა. რაც შეეხება საქართველოს, აქაც ანალოგიური სიტუაციაა, 2017 წლის მონაცემებით ჩვენს ქვეყნაში 1, 936, 700 ქალი და 1, 781, 500 კაცი ცხოვრობს. რატომ უწოდებდნენ ივანოვოს "ქალების ქალაქს"? ან უფრო სწორად "პატარძლების ქალაქს", რომელიც ამ ქალაქს დღემდე შემორჩა, საბჭოთა პერიოდში ამ ქალაქში 1 კაცზე 10 ქალი მოდიოდა, დადიოდა ლეგენდები, რომ ამ ქალაქში ლამისაა კაცი 'სამუზეუმო ექსპონატი " იყო და ქალები კაცებს "ზედ ახტებდონენ", უნდა აღინიშნოს, რომ ამ ლეგენდაში იყო სიმართლის ნატამალი. იმიჯი, როგორც "ქალების ქალაქი" მომდინარეობ... 1214 4-ს მოსწონს
|