x
ისეთი ხმები იყო, მთელი ღამე არ დამაძინეს - 12 წლის შემდეგ დადასტურდა, რომ დიეგო მარადონას მაურო იკარდის ცოლთან სექსუალური ურთიერთბა ჰქონდა

image

12 წლიანი ეჭვი დადასტურებულია - დიეგო მარადონას მილანის "ინტერის" ფორვარდ მაურო იკარდის მეუღლესა და ამავდროულად აგენტ ვანდა ნარასთან, სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა.

ამის შესახებ ერთ-ერთ არგენტინულ სატელევიზიო გადაცემაში მსახიობმა მირთა ლეგრანდმა განაცხადა.

"მარ დე პლატაში ვსადილობდი, რა დროსაც ვანდა ნარა მომიახლოვდა. მან მკითხა თუ რატომ მივიწვიე ის ჩემს შოუში.

"შენ ის არ ხარ, დიეგო მარადონას, რომ ხვდები და გუშინ მთელი ღამე არ დამაძინეთ?!", - ვუთხარი მე.

მართლაც ასე იყო. სასტუმროში ნომერი მათ გვერდზე მქონდა და მთელი ღამის განმავლობაში ისეთი ხმები გამოდიოდა, რომ ვერ ვიძინებდი", - აღნიშნა მირთა ლეგრანდმა.

არგენტინაში ხმები მარადონასა და ნარას ურთიერთობის შესახებ ჯერ კიდევ 2006 წელს გავრცელდა, თუმცა მაშინ ვანდა ყველაფერს უარყოფდა.

დღეს ნარა იკარდის აგენტია და საფეხბურთო კლუბებთანაც მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს...

0
280
1-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ღვინიაშვილი17
გიორგი ღვინიაშვილი17
280
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0