კაბები პატარძლების ყველაზე "ორიგინალური" საქორწილო კაბები, რომლებიც ნებისმიერ კაცს დააფრთხობს 2021, 17 აპრილი, 18:58 ქორწილი ყველა გოგონას ცხოვრებაში ერთ-ერთი ლამაზი და დასამახსოვრებელი დღეა! და, რა თქმა უნდა, ყველას სურს ამ მნიშვნელოვან დღეს ლამაზად და ორიგინალურად გამოიყურებოდეს, თუმცა ზოგჯერ გოგონების ეს სურვილი ყოველგვარ ზღვარს სცდება, რის გამოც ხშირად ისინი საზოგადოების მხრიდან დასაცინებიც კი ხდებიან. მოგეხსენებათ, რომ პატარძლის იმიჯი ყოველთვის სინაზესთან, უმანკოებასთან და სიწმინდესთან ასოცირდებოდა თუმცა ჩვენს დღევანელ გმირებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აშკარად განსხვავებული შეხედულებები აღმოაჩნდათ. გოგონებმა გადაწყვიტეს აქამდე არსებული ყველანაირი სტერეოტიპი დაემსხვრიათ და საკუთარი საქორწილო კაბების შერჩევას საკმაოდ ორიგინალურად მიუდგნენ. თუ რა გამოვიდა ამ მეტისმეტად თამამი ექსპერიმენტისგან თავად განსაჯეთ, თუმცა ვფიქრობ პატარძლების ზედმეტად ექსტრავაგანტური ჩაცმულობის გამო არა მხოლოდ მათ მეორე ნახევრებს, არამედ სტუმრებსაც კი შერცხვებოდათ.732 1-ს მოსწონს |