მსოფლიო გამოთქმების ტოპ ხუთეული, რომელმაც მსოფლიო შეცვალა! 2021, 17 აპრილი, 1:22 ჩვენ ყოველდღე გამოვთქვამთ ათასობით სიტყვას, რომლებიც წინადადებებს ქმნიან, აზრს გამოხატავენ და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. ვინ იცის - იქნებ ჩვენმა ერთ-ერთმა გამონათქვამმაც ერთ მშვენიერ დღეს შეცვალოს ისტორიის ან ცხოვრების კურსი. გთავაზობთ ტოპ ხუთეულ ცნობილ გამოსვლას, რომლებმაც შეცვალა სამყარო. ![]() ფრანკლინ რუზველტმა პრეზიდენტად ყოფნისას თავის პირველ გამოსვლაში ისაუბრა დიდი დეპრესიის წინააღმდეგ ბრძოლის გადამწყვეტი ზომების პროგრამის შესახებ და იმ ეკონომიკური კრიზისს თაობაზე, რომელიც შეერთებულ შტატებში მძვინვარებდა. რუზველტმა წაიკითხა მოხსენება სახელწოდებით "ჩვენ არაფრის უნდა გვეშინოდეს, გარდა საკუთარი შიშისა." ყველაფერი, რაც პრეზიდენტმა ასახა თავის გამოსვლაში, განხორციელდა რუზველტის საპრეზიდენტო ვადის პირველი 100 დღის განმავლობაში. ამან განსაცვიფრებელი შედეგი მოიტანა - ქვეყანა გამოვიდა კრიზისიდან და მისმა სოციალურ-ეკონომიკურმა სისტემამ თანამედროვე სახე მიიღო. თავად ფრანკლინ რუზველტის ისტორიულად მნიშვნელოვანი ფრაზები ამ დროიდან მტკიცედ შემოვიდა და დამკვიდრდა შეერთებული შტატების პოლიტიკურ კულტურაში და გახდა ხშირი ციტირების ობიექტი. ![]() 60-იან წლებში ამერიკაში იყო საშინელი სეგრეგაცია. შავკანიანებს არ შეეძლოთ იმავე კერძების ჭამა, რასაც თეთრკანიანები მიირთმევდნენ, ერთ მაგიდასთან ჯდომა და თეთრკანიანებთან ერთად ერთ ტუალეტში შესვლაც კი. ამის საფუძველზე ქვეყანაში მრავალი ბუნტი მოხდა. მაგრამ ერთმა გამოსვლამ შეცვალა სიტუაცია. "მე მაქვს ოცნება" - ასე ჰქვია მარტინ ლუთერ კინგის ყველაზე ცნობილ გამოსვლას. მან ეს გამოსვლა დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ - 1963 წლის 28 აგვისტოს, ლინკოლნის მემორიალის წინ, ვაშინგტონში წარმოთქვა. ამ გამოსვლაში კინგმა გამოთქვა თავისი ხედვა ამერიკის შეერთებული შტატების მომავლის შესახებ, სადაც თეთრ და შავკანიან მოსახლეობას შეეძლო თანაცხოვრება, როგორც მათი ქვეყნის თანასწორ მოქალაქეებს. მოგვიანებით, პრეზიდენტმა ჯონსონმა მოიწვია იგი თეთრ სახლში, სადაც თვითონ იმყოფებოდა საბინაო კანონის ხელმოწერაზე, რომელიც 1964 წლის სამოქალაქო უფლებების აქტის ნაწილი გახდა. კანონი კრძალავდა სეგრეგაციას საზოგადოებრივ ადგილებში და სამსახურში, სამუშაო პირობებსა და ხელფასებზე. ![]() ჰენრი ფორდი ამერიკის ერთ – ერთი წამყვანი მრეწველი, რომელმაც რევოლუცია მოახდინა ავტომანქანების აწყობის მიმართულებით. მან თავის ერთ-ერთ გამოსვლაში ისაუბრა მანქანის, როგორც არა ფუფუნების, არამედ აუცილებელი ტრანსპორტირების საშუალების შესახებ . მისი ყველა გამოსვლა, ისევე როგორც მთელი ცხოვრება, გაჟღენთილი იყო ყველასთვის მანქანების ხელმისაწვდომობისა და კომფორტის იდეით. 1908 წელს ჰენრი ფორდმა შექმნა Ford Model T და ამის შემდეგ მან განაგრძო მანქანების აწყობის მეთოდის გაუმჯობესება, რამაც რადიკალურად შეცვალა მთელი ინდუსტრია. შედეგად, ფორდმა მილიონობით მანქანა გაყიდა და გახდა მსოფლიოში ცნობილი კომპანიის მფლობელი. ![]() ![]() თქვენ შეგიძლიათ დაეთანხმოთ ან იდავოთ მათ გამოსვლებთან დაკავშირებით, მაგრამ თითოეული მთგანის ქარიზმამ და სათანადოდ წარმოთქმულმა სიტყვებმა ნამდვილად შეცვალა ისტორიის მსვლელობა. სიტყვა დიდი რამეა, რადგან მას შეუძლია წაახალისოს და ავნოს, შექმნას და დაანგრიოს. იფიქრეთ ქარმოთქმამდე! 1382 11-ს მოსწონს
|