გერმანელმა გასტროენტეროლოგმა, პროფესორმა და მედიცინის დოქტორმა ტომას ფრილინგმა გამოცემა Focus.de-სთან დაასახელა პროდუქტები, რომლებიც კუჭის ლორწოვან გარსს აზიანებს და ღვიძლის ციროზს იწვევს. მათ შორის პირველია ჩვეულებრივი და რაფინირებული შაქარი.
მეცნიერის შეფასებით, არასწორი კვების შედეგად შესაძლოა კუჭის ქრონიკული ანთება განვითარდეს, ასევე მსხვილი ნაწლავის კიბო და ღვიძლის ციროზი.
„პირველ რიგში უარი უნდა ვთქვათ რაფინირებულ შაქარზე, საჭიროა ცომეულის შეზღუდვა, შოკოლადის და მარმელადის ნაწარმის შემცირება. ასევე უნდა შევამციროთ კვების რაციონში ძეხვეული, შებოლილი პროდუქტები, რადგან ისინი კანცეროგენურად მიიჩნევა“, - აცხადებს ექიმი.
ტომას ფრილინგის განცხადებით, კვირაში ერთხელ ამ პროდუქტების მიღება ორგანიზმს არსებით ზიანს არ მიაყენებს. მაგრამ თუ ადამიანს აქვს ტკივილები მუცელში, მეტეორიზმი და სპაზმი, მაშინ ამ პროდუქტების მიღებაზე უარი უნდა თქვას.