x
image
მადამ ფისუნია
DOTA 2 Chen - გმირის ისტორია
image

ღვთისგან მივიწყებულ ხაჯადალის უდაბნოში მოკაშკაშე ქვიშათა მიწაზე იმალებოდნენ ყაჩაღთა ტომები. რომლებიც უდაბნოს ცხელ ქვიშებზე გამავალ ქარავნებს გამუდმებით ძარცვავდნენ.

ისინი ამისათვის აქტიურად იყენებდნენ ცხოველების მოშინაურებისა და გაწვრთნის უძველეს საიდუმლო ტექნიკას.

სწორედ, ამ ტომთაგან ერთერთში დაიბადა და გაიზარდა ბიჭუნა სახელად - ჩენი.


მათ გამოიყვანეს ცხოველის ახალი ჯიში, ჯუჯა დრაკონები, ე.წ. ლოკუტები, რომლებიც უდაბნოს ქვიშას ადნობდნენ რისგანაც შემდგომ ამზადებდნენ მინის ჭურჭელს, რომლებშიც წელიწადში ორჯერ აგროვებდნენ წვიმის წყალს. სწორედ წყლისა და საკვების ამგვარი ნაკლებობის გამო, აქაური ტომები მუდმივად ეწინააღმდეგებოდნენ და ებრძოდნენ ერთმანეთს.

ერთ ავბედით დღეს ჩენის კლანმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როდესაც თავს დაესხა არასწორ ქარავანს. ამ უთანასწორო ბრძოლაში ჩენის კლანი დამარცხდა.

ლოკუტებმა უკან არ დაიხიეს არცერთი შეტევის დროს. დრაკონების შემდეგ, კლანის წევრებიც დაეცნენ.

ჩენი იბრძოდა, იბრძოდა, იბრძოდა და საბოლოოდ დამარცხდა, სიკვდილი ელოდა.

დამარცხებული მორჩილად დაემხო მუხლებზე გაქცევის ნაცვლად, დაჩოქილმა ამაყად ჩახედა საკუთარ ბედს თვალებში და საკუთარივე ნებით მიაბჯინა მტრის დანის პირს კისერი.

ახალგაზრდა კაცის გამბედაობით აღტაცებულმა ჯალათმა დანა დაუშვა. ჩენს შეჰპირდნენ რომ თუ შეიცვლიდა სარწმუნოებას და მოექცეოდა მათ რჯულზე სიცოცხლეს შეუნარჩუნებდნენ. ახალგაზრდა ვაჟკაცი დათანხმდა შეთავაზებას და უფრო მეტიც, მთელი გულისყურით მოეკიდა მას. ჩაიცვა ახლად შეძენილი თანატომელების აბჯრიანი ანაფორა, ძირფესვიანად შეისწავლა ცხოველთა მოთვინიერების სრული ტექნიკა, ამხედრდა საკუთარსავე გაწვრთნილ ცხოველზე და ურყევი რწმენით აღვსილი გაემართა დიდებული ომისაკენ სადაც კიდევ ერთხელ გაითქვა სახელი ცხოველების მოთვინიერების შესანიშნავი უნარით.


0
8
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0