![პორნოფილმებში თამაშმა ცხოვრება
დამინგრია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202104/202104152304176227.jpg)
ლანა როუდსი წუწუნებს, რომ კარიერის დასრულების შემდეგაც ადამიანები მას მხოლოდ პორნო მსახიობად აღიქვამენ. აბა რას ელოდა?
გარკვეულ წრეებში ცნობილმა
პორნომსახიობმა ლანა როუდსმა, (Lana Rhoades)და იჩივლა, რომ პორნო ინდუსტრიაში მისმა ხანმოკლე მოღვაწეობამ დეპრესია და სუიციდისკენ მიდრეკილება გამოიწვია. Daily Star-ის ინფორმაციით, 24 წლის ახალგაზრდა გოგონამ ინტერვიუში პორნო ინდუსტრიის უარყოფით მხარეებზე ისაუბრა, რამაც მთლიანად დაუნგრია მომავალი ცხოვრება.
ამარა მეიპლმა (ესაა გოგონას ნამდვილი სახელი) თქვა, რომ 12 წლის ასაკიდან იგი შესქეროდა Playboy-ს ვარსკვლავებს და პორნომსახიობობაზე ოცნებობდა.
![პორნოფილმებში თამაშმა ცხოვრება
დამინგრია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202104/202104152307466227.jpg)
გოგონას რთული ბავშვობა ჰქონდა, ამიტომ ის ცდილობდა რაც შეიძლება მალე გაქცეულიყო სახლიდან. "მაგრამ პორნოინდუსტრიის საშიშროება არის ის, რომ ჩემისთანა ახალგაზრდა გოგონები მხოლოდ მის ლამაზ მხარეს ხედავენ", - აღიარა ლანამ.
![პორნოფილმებში თამაშმა ცხოვრება
დამინგრია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202104/202104152304496227.jpg)
მისი ოცნება მაშინვე არ ასრულდა.ჯერ სტრიპტიზიორად იმუშავა ჩიკაგოში და გამოცდილების მიღების შემდეგ, ლოს-ანჯელესის დასაპყრობად წავიდა.
მაგრამ სინამდვილეში კარიერა არც ისეთი "ვარდისფერი" აღმოჩნდა, როგორც წარმოედგინა. ლანამ გააფრთხილა აგენტები, რომ მას სურდა ექსკლუზიურად მხოლოდ გოგონებთან "მუშაობა". მაგრამ რეჟისორები თანდათანობით აიძულებდნენ ემუშავა ბიჭებთან, რა დროსაც ფილმებში ბიჭები სულ უფრო მეტნი იყვნენ და ასაკშიდაც მატულობდნენ.
![პორნოფილმებში თამაშმა ცხოვრება
დამინგრია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202104/202104152305176227.jpg)
"აგენტები ჩემზე ზეწოლას ახდენდნენ და მაიძულებდნენ უფრო მეტი მეთამაშა და ნაკლები ფული გადაეხადათ. რადგან ეს მათთვის უფრო მომგებიანი იყო. მამაკცები, რომლებიც 40 – დან 60 წლამდე არიან, ფიქრობენ მხოლოდ იმაზე, თუ როგორ უნდა მოაწონონ თავი რეჟისორებს. მათ იციან, როგორ მოახდინონ ახალგაზრდა გოგოებზე მანიპულირება ”, - ამბობს ყოფილი პორნომსახიობი.
![პორნოფილმებში თამაშმა ცხოვრება
დამინგრია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202104/202104152306106227.jpg)
ამაჟამად გოგონა პოპულარული ბლოგერია (ინსტაგრამზე 14, 8 მილიონი გამომწერი ჰყავს), მას აქვს საკუთარი ბიზნესიმპერია, ორი სასახლე და ძვირადღირებული მანქანა. მაგრამ ეს მას არ ახარებს და დეპრესიის დასაძლევად ფსიქოთერაპევტს სტუმრობს. სადაც არ უნდა წავიდეს იგი, აბსოლუტურად ყველა ადამიანი მასში ხედავს მხოლოდ პორნომსახიობს და არა წარმატებულ ბიზნესმენ ქალს.
![პორნოფილმებში თამაშმა ცხოვრება
დამინგრია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202104/202104152307256227.jpg)