სხვა "დღეში 2 ლიტრი წყალი, არანაირი "ოქროს წესი" არ არის" - გასტროენტეროლოგი, რომელიც დიეტებზე შეხედულებას თავდაყირა აყენებს 2021, 14 აპრილი, 17:57 კეტო დიეტა, ცილების დიეტა, დუკანის დიეტა - ეს იმ პოპულარული კვების რეჟიმების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა საქართველოში და ხშირად რისკების გაცნობიერების გარეშე მიმართავენ ადამიანები. გასტროენტეროლოგი-ჰეპატოლოგი ჯაბა ზარქუა სწორედ დიეტების რისკებსა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე გვესაუბრება, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც ჭარბწონიანობასა და ფატალურ შედეგებამდეც კი მიჰყავს ადამიანი. - ჯაბა, რა ზიანი შეიძლება მიადგეს ორგანიზმს სხვადასხვა პოპულარული დიეტებისგან? - როდესაც ვამბობთ დიეტას, ვგულისხმობთ კონკრეტულ სამკურნალო ჩარევას, რომლის ეფექტურობაც დამტკიცებულია სანდო, ავტორიტეტული, კლინიკური კვლევებით. არ მინდა, დავწვრილმანდე ნებისმიერ კონკრეტულ დიეტაზე, რომლის დაწყებასაც აპირებთ მეზობლის ან ვინმეს რჩევით, ამ თემასთან ასე თამაში არ შეიძლება. დიეტა არის ცალკე მეცნიერება და ყველა ჩარევაზე, რასაც ჩვენ ორგანიზმს ვუპირებთ, მედიკამენტისა თუ დიეტის სახით, უნდა გვქონდეს წინასწარ სრულფასოვანი ინფორმაცია: რისთვის გვჭირდება, რა გვერდითი მოვლენები აქვს, როდის არ შეიძლება, რას უნდა ვუფრთხილდეთ. დიეტა უნდა გვირჩიოს სპეციალისტმა, ინტერნეტში წავიკითხე და უი, ცილების შეზღუდვა თურმე კარგი ყოფილა, დაუშვებელი და სახიფათო მიდგომაა. შეიძლება გაუგებარმა დიეტებმა სხვადასხვა ორგანოები დაგვიზიანოს ან წონაში სწრაფად კი დაგვაკლებინოს, მაგრამ მერე ორმაგად მოგვამატებინოს. - ყველაზე ცუდი შედეგი რა შეიძლება დადგეს? - დიეტას ისევე, როგორც ნებისმიერ სამედიცინო ინტერვენციას, აქვს თავისი გვერდითი მოვლენები. ამ მხრივ განსაკუთრებით მინდა გამოვყო კვებითი დანამატები. პაციენტები ზოგიერთი კომერციული ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ მიქსტურებს და მცენარეულ ნაყენებს მიირთმევენ ამავე ორგანიზაციების მიერ შემუშავებული დიეტური სქემების პარალელურად. ხშირ შემთხვევებში ეს ღონისძიებები არ არის კლინიკურად დამტკიცებული და მათ არ სცნობს მედიცინა! გახსოვდეთ, რომ ნებისმიერმა მცენარეულმა საშუალებამ და მიქსტურამ შეიძლება დააზიანოს ღვიძლი! საბედნიეროდ ეს დაზიანება არის გარდამავალი ხასიათის და შედარებით მსუბუქი, რომელიც უმეტეს შემთხვევებში თვითგანკურნებადია სუბსტანციების მიღების შეწყვეტის შემდეგ, მაგრამ აღწერილია ისეთი მძიმე დაზიანებებიც, რომლებიც ფატალურადაც დასრულებულა. - დიეტას თუ აქვს ასაკი, განსაკუთრებულად საშიში რა ასაკშია მკაცრი დიეტა? - ბავშვის ორგანიზმის მეტაბოლიზმი სხვანაირია და მოზრდილის სხვანაირი. ნივთიერებათა ცვლა ასევე განსხვავდება სხვადასხვა დაავადებების არსებობის შემთხვევაში. არ არსებობს უნივერსალური დიეტა, რომელიც შაბლონურად მოერგება ყველას, ციროზიან პაციენტსაც და 5 წლის ჯანმრთელ ბავშვსაც. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ - დიეტას უნდა არჩევდეს სპეციალისტი საჭიროებისამებრ. ბავშვების შემთხვევაში შიმშილი და ექსპერიმენტები განსაკუთრებით სახიფათო შეიძლება იყოს, მზარდ ორგანიზმში გაუაზრებელმა ჩარევამ შეიძლება ჯანმრთელობის ძალიან საყურადღებო დაზიანება გამოიწვიოს. შეხედეთ დიეტებს, როგორც წამალს - უნდა იცოდეთ რატომ იღებთ, რას ელით მისგან, რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ჰქონდეს და რა სარგებელი. თუ არ ხართ დარწმუნებული რომ ბენეფიტები გადასწონის რისკებს (და ამაში აპრიორი ვერ იქნებით დარწმუნებული, თუ საქმე ეხება მეცნიერებისთვის უცნობ დიეტებსა და სუბსტანციებს), მაშინ თავი უნდა შეიკავოთ მათგან. - კვების კუთხით ტრადიციული ქართული სუფრა როგორია? - თავისი ისტორია და ბექგრაუნდი აქვს. ყველაფერში დოზირებას აქვს მნიშვნელობა. თუ ჩვენ ყოველდღე შევჭამთ ხინკალს და აჭარულ ხაჭაპურს, რა თქმა უნდა მოვიმატებთ წონაში. ეს საჭმელები როდესაც შეიქმნა, თავისი ისტორიული კონტექსტი ჰქონდა, იმიტომ რომ სჭირდებოდა მაშინდელ ქართველს ამდენი კალორიის ამ სახით და ამ ჯერადობით მიღება... განაგრძეთ კითხვა <<< 3777 3-ს მოსწონს
|