შოუბიზნესი "ქარწაღებულები": სელებრითების ეპიკური მომენტები, რომლებმაც ინტერნეტსივრცე დაიპყრეს 2021, 14 აპრილი, 14:11 მერლინ მონროს ეფექტი! სხვას აბა კიდევ ვის შეეძლო ასეთი უმსგავსობა ჩაედინა და თან საჯაროდ, პასუხიც კი არ ეგო? ცნობილი ადამიანების გაშიშვლება ხუმრობა ხომ არ გგონიათ! სწორედ "თავხედმა" ქარმა მოინდომა ჰოლივუდის ამ ცნობილი ქალბატონების ყველაზე შეუფერებელ მომენტში, უხერხულ მდგომარეობაში ჩაგდება და მოკავშირე პაპარაცების დახმარებით მათი დიდი ხნით, განსჯის მთავარ თემად ქცევა. მაშ ასე, მოდით, ვნახოთ თუ რომელმა სელებრითმა არ ჩაიცვა ამინდის შესაბამისად, რის გამოც ლამის ქვედაბოლოს გარეშე დარჩა.ელისაბედ ოლსენითავად მსახიობიც კი არ მოელოდა, რომ ქუჩაში ასეთი ძლიერი ქარი იქნებოდა. საბედნიეროდ, ვარსკვლავმა დროულად მოახერხა კაბის კალთის დაჭერა, თუმცა ყველაფერი მაინც ისე არ გამოუვიდა, როგორც ჰოლივუდურ ფილმებში ხდება ხოლმე.ზაინა დრიდიმსახიობი სანამ წითელი ხალიჩისთვის კაბას შეარჩევდა, სავარაუდოდ, ამინდის პროგნოზს წინასწარ აშკარად არ გაეცნო. კაბამ ძლიერ ქარს "ვერ გაუძლო" და ვარსკვლავი ფაქტობრივად საცვლების ამარა დატოვა.ქეით მიდლტონიაბობოქრებული სტიქის წინაშე სამეფო ოჯახის წევრებიც კი უძლურნი არიან. კემბრიჯის ჰერცოგინიამ ქარიანი ამინდისთვის აშკარად ძალიან მსუბუქი, მოკლე ყვითელი კაბა შეარჩია, რისთვისაც დიდი საფასურის გადახდაც მოუწია. აბა, მხოლოდ მეგანს ხომ არ შეუძლია ყურადღების მიპყრობა ...ჯესიკა ალბაჯესიკა ალბამ უნებურად გაიმეორა ცნობილი კადრი 1955 წელს გადაღებული რომანტიკული კომედიიდან - "შვიდი წლის თავზე" - სავენტილაციო ლუქი, ქვედაბოლო, ქარი და შემდეგ კი უკვე თავადაც იცით. ვფიქრობ, მსახიობი ბილი უაილდერის ამ საკულტო ფილმის რიმეიკში შეუდარებელი იქნებოდა - უდაოდ ღირს რომ რეჟისორები ამაზე დაფიქრდნენ...ბეჰატი პრინსლუმოგეხსენებათ, რომ მოდელებს კამერების წინ ან პოდიუმზე გაშიშვლება ხშირად უწევთ, ასე რომ, როდესაც ქარმა ბეჰატი პრინსლუს ქვედაბოლო აუწია, პოზირებით გართულმა მოდელმა ეს ვერც კი შეამჩნია, თუმცა აი, პაპარაცებს კი ეს ეპიკური მომენტი ნამდვილად არ გამოპარვიათ...კეტი პერიერთხელ მომღერალი კეტი პერიც საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მოულოდნელად ამოვარდნილმა ქარმა ვარსკვლავს ისედაც მოკლე ქვედაბოლო უფრო მეტად აუწია და გარშემომყოფების თვალწინ პირდაპირ საცვლების ამარა დატოვა, თუმცა პოპ - მომღერალს ეს ფაქტი არც კი შეუმჩნევია, განაგრძობდა რა საკუთარ ფანებთან ურთიერთობას ისე, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს. ნეტა მის სიმშვიდეს...ლუიზა უინძორიმაგრამ აი, ყველაზე ეპიკური შემთხვევა კი მაინც ელისაბედ II- ის შვილიშვილს, ლუიზა უინძორს შეემთხვევა. მისი კაბა მოულოდნელად მთლიანად მაშინ აიწია, როდესაც ის პრინცესა ევგენიას ქორწილის დროს კიბეებზე ადიოდა. ალბათ, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ იმ დღეს მის კაბას უფრო მეტად განიხილავდნენ, ვიდრე პატარძლისას.
1605 შეფასება არ არის |