x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ქარწაღებულები": სელებრითების ეპიკური მომენტები, რომლებმაც ინტერნეტსივრცე დაიპყრეს
image


მერლინ მონროს ეფექტი! სხვას აბა კიდევ ვის შეეძლო ასეთი უმსგავსობა ჩაედინა და თან საჯაროდ, პასუხიც კი არ ეგო? ცნობილი ადამიანების გაშიშვლება ხუმრობა ხომ არ გგონიათ! სწორედ "თავხედმა" ქარმა მოინდომა ჰოლივუდის ამ ცნობილი ქალბატონების ყველაზე შეუფერებელ მომენტში, უხერხულ მდგომარეობაში ჩაგდება და მოკავშირე პაპარაცების დახმარებით მათი დიდი ხნით, განსჯის მთავარ თემად ქცევა. მაშ ასე, მოდით, ვნახოთ თუ რომელმა სელებრითმა არ ჩაიცვა ამინდის შესაბამისად, რის გამოც ლამის ქვედაბოლოს გარეშე დარჩა.





ელისაბედ ოლსენი


image


თავად მსახიობიც კი არ მოელოდა, რომ ქუჩაში ასეთი ძლიერი ქარი იქნებოდა. საბედნიეროდ, ვარსკვლავმა დროულად მოახერხა კაბის კალთის დაჭერა, თუმცა ყველაფერი მაინც ისე არ გამოუვიდა, როგორც ჰოლივუდურ ფილმებში ხდება ხოლმე.



ზაინა დრიდი


image


მსახიობი სანამ წითელი ხალიჩისთვის კაბას შეარჩევდა, სავარაუდოდ, ამინდის პროგნოზს წინასწარ აშკარად არ გაეცნო. კაბამ ძლიერ ქარს "ვერ გაუძლო" და ვარსკვლავი ფაქტობრივად საცვლების ამარა დატოვა.



ქეით მიდლტონი


imageimage


აბობოქრებული სტიქის წინაშე სამეფო ოჯახის წევრებიც კი უძლურნი არიან. კემბრიჯის ჰერცოგინიამ ქარიანი ამინდისთვის აშკარად ძალიან მსუბუქი, მოკლე ყვითელი კაბა შეარჩია, რისთვისაც დიდი საფასურის გადახდაც მოუწია. აბა, მხოლოდ მეგანს ხომ არ შეუძლია ყურადღების მიპყრობა ...




ჯესიკა ალბა




image


ჯესიკა ალბამ უნებურად გაიმეორა ცნობილი კადრი 1955 წელს გადაღებული რომანტიკული კომედიიდან - "შვიდი წლის თავზე" - სავენტილაციო ლუქი, ქვედაბოლო, ქარი და შემდეგ კი უკვე თავადაც იცით. ვფიქრობ, მსახიობი ბილი უაილდერის ამ საკულტო ფილმის რიმეიკში შეუდარებელი იქნებოდა - უდაოდ ღირს რომ რეჟისორები ამაზე დაფიქრდნენ...






ბეჰატი პრინსლუ


image


მოგეხსენებათ, რომ მოდელებს კამერების წინ ან პოდიუმზე გაშიშვლება ხშირად უწევთ, ასე რომ, როდესაც ქარმა ბეჰატი პრინსლუს ქვედაბოლო აუწია, პოზირებით გართულმა მოდელმა ეს ვერც კი შეამჩნია, თუმცა აი, პაპარაცებს კი ეს ეპიკური მომენტი ნამდვილად არ გამოპარვიათ...





კეტი პერი


image


ერთხელ მომღერალი კეტი პერიც საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მოულოდნელად ამოვარდნილმა ქარმა ვარსკვლავს ისედაც მოკლე ქვედაბოლო უფრო მეტად აუწია და გარშემომყოფების თვალწინ პირდაპირ საცვლების ამარა დატოვა, თუმცა პოპ - მომღერალს ეს ფაქტი არც კი შეუმჩნევია, განაგრძობდა რა საკუთარ ფანებთან ურთიერთობას ისე, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს. ნეტა მის სიმშვიდეს...





ლუიზა უინძორი


image


მაგრამ აი, ყველაზე ეპიკური შემთხვევა კი მაინც ელისაბედ II- ის შვილიშვილს, ლუიზა უინძორს შეემთხვევა. მისი კაბა მოულოდნელად მთლიანად მაშინ აიწია, როდესაც ის პრინცესა ევგენიას ქორწილის დროს კიბეებზე ადიოდა. ალბათ, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ იმ დღეს მის კაბას უფრო მეტად განიხილავდნენ, ვიდრე პატარძლისას.

0
1605
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1605