საზოგადოება გაბრიელა სპანიკი, მარიო ჩიმარო და ლათინოამერიკული სერიალების სხვა ვარსკვლავები წლების შემდეგ - როგორ შეცვალა დრომ მსახიობები 2021, 14 აპრილი, 13:08 ლათინოამერიკული სერიალები წლების უკან საქართველოში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა და უამრავი მაყურებელი ჰყავდა. ხუმრობენ კიდეც, რომ 90-იანი წლების სიმძიმე "კასანდრამ“, "ველურმა გულმა“ და სხვა ტელენოველებმა გადაგვატანინა. იმ პერიოდში სერიალის ნახვა ერთგვარი რიტუალი იყო. 90-იანი წლების ადამიანებს კარგად ემახსოვრებათ, როგორ იკრიბებოდნენ ერთად მეზობლები საყვარელი გმირების სანახავად, შესაძლოა, ამისთვის საკმაოდ შორ მანძილზეც კი გიწევდათ წასვლა. ლათინოამერიკული ტელენოველები 90-იანი წლების შემდეგაც ინარჩუნებდნენ პოპულარობას. დღეს კი, როცა ისინი თურქულმა სერიალებმა ჩაანაცვლეს, ბევრს ნოსტალგია აქვს. თვალი გადავავლოთ ყველაზე პოპულარული ლათინოამერიკული ტელენოველების გმირების ფოტოებს, ვნახოთ, როგორ გამოიყურებიან ისინი ახლა, წლების შემდეგ, ბევრი მათგანი დრომ ძალიან შეცვალა და შესაძლოა, ცნობა გაგიჭირდეთ, თუმცა ბევრიც ძველ ფორმას და მომხიბვლელობას ინარჩუნებს. გაბრიელა სპანიკი - ალბათ, გახსოვთ სერიალი Prisionera. გაბრიელა სპანიკი მაყურებელმა სწორედ ამ სერიალით გაიცნო. ვენესუელელი მსახიობი 46 წლისაა. გაბრიელას ყოფილი ბოიფრენდისგან, ნილ პერესისგან 2008 წელს ვაჟი, გაბრიელ დე ჟესუსი შეეძინა. დანა გარსია - მსახიობი ახლა 42 წლისაა. მას რომანტიკული ურთიერთობა აქვს ესპანელ ჟურნალისტთან, იბან გონსალესთან, რომელთანაც 2017 წელს შვილი შეეძინა. დანა გარსია ტელენოველების მოყვარულ ქართველ მაყურებელს ახსოვს ნორმა ელიზონდოს როლით სერიალიდან "ფარული ვნება“(Pasión de gavilanes), სადაც პარტნიორობას მარიო ჩიმაროს უწევდა. სერიალი წარმოუდგენელი პოპულარობით სარგებლობდა. მარიო ჩიმარო - გრძელთმიანი მაჩოს როლებით მარიო ჩიმარომ ქართველი ქალების დიდი ნაწილი მარტივად მოხიბლა. მსახიობი ახლა 48 წლისაა და მის გარეგნობაში საერთოდ არაფერი შეცვლილა. ქართველი მაყურებლის საყვარელ ხუანს წლები ვერაფერს აკლებს. უილიამ ლევი და ელიზაბეტ გუტიერესი - ორივე მსახიობს ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს. განსაკუთრებული სიყვარულით უილიამ ლევი სარგებლობდა. ეს ორი სერიალში ერთმანეთის პარტნიორები არასდროს ყოფილან, თუმცა მათ შესახებ ერთად იმიტომ ვწერთ, რომ დაქორწინებულები არიან. ვარსკვლავურ წყვილს ორი შვილი ჰყავს. ბიჭი და გოგონა, კრისტოფერი და ქაილი. კრისტოფერი საოცრად ჰგავს მამას. წყვილს წარმატებული კარიერა აქვს. გარდა სერიალებისა, უილიამმა მონაწილეობა მიიღო ამერიკულ "ცეკვავენ ვარსკვლავებში“, რის შემდეგაც მისი პოპულარობის მასშტაბი კიდევ უფრო გაიზარდა. კორაიმა ტორესი - პოპულარული კასანდრა 46 წლისაა. ის მსახიობ ნიკოლას მონტეროზეა დაქორწინებული. წყვილს ერთი ვაჟი, მანუ ნიკო ჰყავს. განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები <<<7854 2-ს მოსწონს
|