x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138972
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
ჩოგბურთის ლეგენდის შეცდენისთვის სუპერ მოდელს ასტრონომიული თანხა შესთავაზეს! თუმცა გეგმები წყალში ჩაეყარათ..

imageსერბმა მოდელმა ნატალია სეკიჩმა "მარკასთან" საუბარში განაცხადა, რომ ლეგენდარულ ჩოგბურთელთან ფლირტისა და ვიდეოს გადაღების სანაცვლოდ 60 000 ევრო შესთავაზეს.

"მე მოდელი ვარ. როდესაც მათ შეხვედრა მთხოვეს, თავდაპირველად ბიზნესშეხვედრა მეგონა. როდესაც მითხრეს, რომ ნოვაკი უნდა მეცდუნებინა, ვიფიქრე, ფარული კამერაა-მეთქი.

მათ მითხრეს, რომ მივიღებდი 60 000 ევროს და სამოგზაურო ტურს. თავდაპირველად გამეცინა, რადგან მოველოდი, რომ ეს ხუმრობა გახლდათ, თუმცა იმ კაცს სახის გამომეტყველება არ ეცვლებოდა. მითხრეს, რომ ნოვაკი ინტიმურ ადგილზე უნდა დამეპატიჟა და პარალელურად ფარულად ვიდეო გადამეღო" - განაცხადა ნატალიამ.

ჯოკოვიჩი 33 წლის გახლავთ და 7 წელია მეუღლე ელენასთან ერთად ცხოვრობს. მათ 2 შვილი, სტეფანი და ტარა ჰყავთ. 18-გზის გრანდ სლემის გამარჯვებულისთვის მეუღლის ღალატის დაბრალება უნდოდათ, თუმცა არ გამოუვიდათ.


0
358
1-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ღვინიაშვილი17
გიორგი ღვინიაშვილი17
358
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0