x
image
carpediem
ალ კაპონე და ხოცვა-ჟლეტა წმინდა ვალენტინის დღეს
imageვინ და რას წარმოადგენენ განგსტერები ამაზე ახსნებით თავს აღარ შეგაწყენთ, მინიმუმ ერთი ჰოლივუდური ბლოკბასტერი მაინც გექნებათ ნანახი.

ამერიკის შეერთებული შტატები საკმაოდ ბევრ ცნობილ განგსტერს იცნობს, რომლებმაც თავის დროზე დააწიოკეს არაერთი შტატის მოსახლეობა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩიკაგო, სადაც ''მოღვაწეობდა'' ყველასათვის კარგად ცნობილი სახელისა და გვარის მქონდე ალფონსო გაბრიელ კაპონე, იგივე ალ კაპონე.

ალ კაპონე ბრუკლინში დაიბადა 1899 წელს, 14 წლის ასაკში კი ჩიკაგოში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მალე ჩაითრია კრიმინალურმა სამყარომ, რომლის ''უგვირგვინო მეფეც'' სულ მალე თავად იქცა.

ალ კაპონე მდიდარი ოჯახიდან არ ყოფილა, მამამისი უბრალო პარიკმახერი იყო, თვითონ კი ყასბის მოადგილედ მუშაობდა.


1920 წელს ამერიკაში მიიღეს ეგდერ წოდებული ''მშრალი კანონი'' რომელიც კრძალავდა ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობას და მათ მოხმარებას. მოკლედ რომ ვთქვათ ამერიკამ ალკოჰოლური სასმელები აკრძალა მთელ ქვეყანაში, რამაც თავის მხრივ მათ უკანონო გასაღებას შეუწყო ხელი და ყველაფერი უარესობისკენ წავიდა.

სწორედ ამ კანონის დამსახურებაა ორგანიზებული დანაშაულის განვითარება, რადგან სასმელებით არალეგალურად ვაჭრობას, და საიდუმლო სახდელებისა თუ ბარების მოწყობას კარგად ჩამოყალიბებული გეგმა და ორგანიზებულობა ჭირდება.

ალ კაპონეც ერთერთი იმათგანი იყო ვინც აღნიშნულით ''კარგად მოითბო ხელი '' თუმცა ამაზე არ გაჩერებულა.

image

ისინი წილში ჩაჯდომას აიძულებდნენ მაღაზიების მეპატრონეებს, ანუ ამ უკანასკნელებს სახლებს და უძრავ ქონებას უწვავდნენ იმ შემთხვევაში თუ განსტერების მფარველობაში ( რასაც ფულის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ) საკმარის თანხას არ გადაიხდიდა, ბედის ირონიაა და სასამართლოს განაჩენით განაწყენებულმა სამრეცხაოს მეპატრონემ თავად სთხოვა დახმარება ალ კაპონეს, რომელმაც რა თქმა უნდა უარი არ უთხრა.

ქალაქში მკვლელობა და დამწვარი მაღაზიები თუ პუნქტები აღარავის უკვირდა. კაპონეს განსტერებს წინასწარ ქონდათ გაწერილი რამდენი უნდა მოეთხოვათ კონკრეტული პირის მკვლელობაში. თანხა 100 დოლარიდან იწყებოდა ( ჩვეულებრივი მოქალაქე ) და 50 000 დოლარსაც აღემატებოდა ( მნიშნველოვანი თანამდებობის პირი, ორგანიზაციის პრეზიდენტი და სხვა )

ალ კაპონეს სახელს მრავალი დანაშაული მიეწერება, მკვლელობათა საკმაოდ დიდი რაოდენობა, პროსტიტუცია, აზარტული თამაშები, არალეგალური ვაჭრობა და ასე შემდეგ.

image

თუმცა ყველაზე ცნობილია ეგრედწოდებული ''ხოცვა-ჟლეტა წმინდა ვალენტინის დღეს '' - 1929 წლის 14 თებერვალს.სადაც მოწინააღმდეგე ბანდის 7 განგსტერი, ( ბანდის მეთაურმა შემთხვევით დააგვიანა მისვლა და გადარჩა, ეს კაპონეს პირად შურისძეიბად ითვლება ) კაპონეს პოლიციის ფორმაში გადაცმულმა 4 - მა პირმა ადგილზევე ჩახოცა.

მიუხედავად იმისა რომ ჩიკაგოს მეფის სახელს 700 მდე მკვლელობა მიეწერებოდა, მისი დაკავება ვერ მოხერხდა. კაპონეს ყოველთვის მტკიცე ალიბი ჰქონდა თუმცა მალე გამოძიება ერთერთ დედექტივს მიანდეს, რომელმაც ჩიკაგოს მეფე საბუღალტრო აღრიცხვების დარღვევაში გამოიჭირა და 700 კაცის მკვლელობაში ბრალდებული გადასახადების დამალვის გამო ჩასვეს ციხეში.

image

ციხეში კაპონე მძიმედ დაავადდა, რის გამოც 1939 წელს იგი ნაადრევად გაათავისუფლეს.ამის შემდეგ კაპონემ კიდევ 8 წელი იცოცხლა, ავადმყოფობისგან ნაადრევად დაბერებულმა უკანასკნელი წლები ფლორიდაში, საკუთარ სახლში გაატარა. მის საფლავს ტურისტები არ აკლდებოდა, ოჯახის წევრებისთვის საფლავზე არსებული სიტუაცია იმდენად გამაღიზიანებელი გახდა, რომ ნეშტი სხვა ადგილას გადაასვენეს.

image

9
1570
5-ს მოსწონს
ავტორი:carpediem
carpediem
1570
  
2012, 5 სექტემბერი, 1:04
ტაყვანისმცემელი ნაკლებად, პროფესიიდან გამომდინარე ...
ისე სერიული მკვლელებით ვარ გატაცებული უფრო :დ
განგსტერები ნაკლებად მხიბლავს :დ
2012, 5 სექტემბერი, 0:52
მაფიის თაყვანისმცემელი ხარ თუ კონკრეტულად კაპონესი?
2012, 5 სექტემბერი, 0:37
წერა მეზარებოდა თორე რეფერატს დავწერდი ამ კაცზე :D
2012, 5 სექტემბერი, 0:06
ეგ მათლა არ ვიცოდი . . .. რა იცით კიდევ მასზე??? პირადში მომწერეთ თუ ბევრი გაქვთ სათქმელი . . .. ..
2012, 5 სექტემბერი, 0:02
კი ალ კაპონეს
2012, 4 სექტემბერი, 23:55
კარგი სტატიაა...
2012, 4 სექტემბერი, 23:54
ალკაპონეს???
2012, 4 სექტემბერი, 20:43
სავიზიტო ბარათზე ავეჯით მოვაჭრე ეწერა :D
2012, 4 სექტემბერი, 20:43
+1000000
0 1 9