x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138984
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
"საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება შედის

imageპარლამენტის საშემოდგომო სესია დღეს, ბიუროს სხდომით გაიხსნა.
ბიუროს სხდომას ორი საერთაშორისო დოკუმენტის გარდა, პრეზიდენტის მიერ "საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებაც წარედგინა, რომელიც კანონმდებლობის ცვლილებას ხმების დათვლის პროცედურაში გულისხმობს.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“–ს დეპუტატმა, აკაკი მინაშვილმა განუმარტა, აღნიშნული ცვლილება კოდექსის 57-ე მუხლის მე-6 პუნქტს ეხება, სადაც წერია, რომ თუ პოლიტიკურ პარტიას სერიოზული ფინანსური დარღვევები აქვს და მან ანგარიში არ წარადგინა, შეიძლება ამ პარტიის საარჩევნო ხმები არ იქნას დათვლილი, რაც პარტიისთვის არჩევნებიდან მოხსნას ნიშნავს.
„ახლა ეს მუხლი უქმდება და პრეზიდენტის ინიციატივაა, რომ ამის ნაცვლად იყოს ჯარიმა, რომელიც განისაზღვრება 10 000 ან 3 000 ლარით. ჩვენი მიზანია, სამართლიან, თავისუფალ, კონკურენტუნარიან არჩევნებში გავიმარჯვოთ და პარტიის მოხსნა არ გახდეს საჭირო, არამედ არსებობდეს პირდაპირი ჯარიმა“, – განაცხადა მან.
internet.ge

0
38
2-ს მოსწონს
ავტორი:internet.ge
internet.ge
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0