გაიხადეს და ეგრევე ციხეში მოხვდნენ - მოდელები, რომლებიც დუბაიში გაშიშვლდნენ (ვიდეო)
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ვიდეო დუბაიდან, რომელიც გადაღებულია პრესტიჟული საცხოვრებელი უბნის ერთ-ერთ ცათამბჯენში. გოგონების უმეტესობა შიშველი პოზირებდა აივანზე, რაც არაბთა გაერთიანებული საემიროების კანონმდებლობით ისჯება ჯარიმით ან პატიმრობით. ინტერნეტის მომხმარებლებს აინტერესებდათ, რატომ გარისკეს და რატომ გადადგეს ასეთი ნაბიჯი ლამაზმანებმა. აღმოჩნდა, რომ ეს იყო სარეკლამო გადაღება.
მოდელებმა დსთ-ს ქვეყნებიდან მონაწილეობა მიიღეს ისრაელის 18+ ვებსაიტის ფოტოსესიაში, რომელიც Daily Mail- ის ინფორმაციით, ამერიკული პლატფორმის ფილიალია.
მისი დასახელება ჯერ არ გახმაურებულა. გოგონები კურორტზე დამატებითი შემოსავლის ასაღებად ჩავიდნენ, თუმცა ციხეში აღმოჩნდნენ. როგორც მათ, ასევე ფოტოსესიის ორგანიზატორებს ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ და ასევე დაეკისრათ ჯარიმა 5 000 დირჰამი (თითქმის ქართული ლარის ეკვივალენტი)
![გაიხადეს და ეგრევე ციხეში მოხვდნენ -
მოდელები, რომლებიც დუბაიში
გაშიშვლდნენ (ვიდეო) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202104/202104061057336227.jpg)
დაკავებულია მთლიანად 40 გოგონა, რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან და მოლოდვადან.ამ მოდელების სოციალური ქსელის პროფილები სავსეა ნახევრადშიშველი და არც თუ იშვიათად მთლიანად შიშველი პროფესიონალური კადრებით.ბევრ მათგანს აქვს გვერდი გახსნილი OnlyFans —ზე -საიტი, სადაც შესაძლებელია შიშველი ფოტო-ვიდეო მასალის გაყიდვა.