საზოგადოებრივი «სისხლიანი ქორწილი» და სადილი მუმიებთან 2021, 8 აპრილი, 14:21 კოლექციონერობის სურვილი, ალბათ, ადამიანის გაჩენასთან ერთად გაჩნდა. თუმცა, შუა საუკუნეებში, როდესაც მაგ., მარკები, სამკერდე ნიშნები, ასანთის კოლოფები და მსგავსი რაღაცეები ჯერ კიდევ არ არსებობდა, იშვიათი ნივთების შეგროვება ადვილი არ იყო. თუმცა, ისეთებიც იყვნენ, ყველაფრის მიუხედავად, რაღაცის შეგროვება მაინც რომ შეეძლოთ... მაგ., გვირგვინოსნები სამკაულებს, საომარ აბჯარს, იარაღს ან საყვარლებს აგროვებდნენ. ხოლო, ნეაპოლის მეფე ფერდინანდ I, იგივე ფერანტემ (1423–1494 წწ.) მუმიების შეგროვება გადაწყვიტა. საინტერესო კი ის არის, რომ ირგვლივმყოფებმა, მათ შორის დედოფალმაც, მეფის უცნაური «გატაცების» შესახებ იცოდნენ. თუმცა, ამ ფაქტს არ აპროტესტებდნენ. შესაძლებელია, ეშინოდათ კიდეც, რომ თავადაც ამ საშინელი კოლექციის «ექსპონატები» არ გამხდარიყვნენ... ნეაპოლის მეცხრე მეფე, ფერანტე ტახტზე მამის ანდერძის თანახმად ავიდა. თუმცა, მისმა გამეფებამ დიდგვაროვნების უმრავლესობის პროტესტი გამოიწვია, რადგან ის მეფის უკანონო შვილი იყო. ფერდინანდ I ცნობილი არ არის, თუ როდის გადაწყვიტა ფერდინანდ I თავისი მტრების გვამების «შეგროვება», მაგრამ სულ ცოტა ხანში, მის კოლექციაში და მინი მუზეუმში, ათამდე «ექსპონატი» იყო. ეს საშინელი კოლექცია დიდი ხნის მანძლიზე რომ შენახულიყო, მიცვალებულების მუმიფიცირება იყო საჭირო, რასაც XV საუკუნეში ნაკლებად მიმართავდნენ. მაგრამ, სამეფო კარის ექიმებს შორის, ამის მცოდნეებიც გამონახეს... ხოლო, «კოლექციის» შესანახად, სპეციალური დარბაზი გამოიყო, რომელშიც მეფის ყოფილი ოპონენტები, საკუთარ სამოსში გამოწყობილნი, ერთი დიდი მაგიდის ირგვლივ «ისხდნენ». ფერდინანდ I ერთ–ერთი გამოსახულება გადმოცემის თანახმად, მეფე საკუთარი კოლექციით ამაყობდა, თავის «მუზეუმს» ხშირად სტუმრობდა და სასახლის სტუმრებისთვის «საექსკურსიო ტურებსაც» აწყობდა. ხანდახან კი, სადილს იმ სუფრასთან მართავდა, რომელთანაც მუმიები ისხდნენ. ასე ფერდინანდს შეეძლო, რომ საკუთარი გამარჯვებით სრულად დამტკბარიყო. კასტელ ნუოვოს სასახლე, ადგილი სადაც XV საუკუნეში «სისხლიანი ქორწილი» გაიმართა მიუხედავად იმისა, რომ ეს ხოცვა–ჟლეტვა დინასტიისთვის დამღუპველი აღმოჩნდა, თავად ფერდინანდ I ცხოვრება მშვიდად, ოჯახურ გარემოში (მას 2 მეუღლისგან 8 შვილი ჰყავდა) დაასრულა. მრისხანე მეფის გარდაცვალების შემდეგ, ყველა დაფარული უკმაყოფილება თავს ალფონსო II დაატყდა, რომელიც ტახტზე მამის გარდაცვალების შემდეგ, ავიდა.
251 3-ს მოსწონს
|