x
image
ლეელ
იკებანა-სიცოცხლე დაუსრულებელი ცხოვრებისა

???? იკებანა-სიცოცხლე დაუსრულებელი ცხოვრებისა
image
✒ბუდისტური წესების თანახმად, გარდაცვალებულებს ყვავილებით ამკობენ, თითოეული თიგული უნდა შეგდებოდეს სამი ყვავილისაგან, ერთი დიდი და ორი პატარა ყვავილით. სწორედ აქედან დაედო საფუძველი იაპონურ ტრადიციულ ფლორისტულ ხელოვნებას იკაბანას.
image
✒ფლორსტული ხელოვნების სულისჩამდგმელად მოაზრება ბუდისტი მოძღვარი Senmu, რომელიც მოღვაწეობდა მე-7 საუკუნეში, სენმუმ საკუთარი სახლი არტ სკოლად გადააქცია და თავისი ცხოვრება ყვავილებსა და დეკორაციებს მიუძღვნა. სწორედ მის სახლს უკავშირდება სახელი იკებანას წარმოშობა – Ike-no-bô ქოხი ტბასთან ახლოს. სკოლა მკაცრად იცავდა წესებს, რომლის უძველესი ხელნაწერი მე–12 საუკუნით თარიღდება. მასში ასახულია 53 ცხოვრებისეული მოვლენა (დაბადება...ქორწილი...ომი...გარდაცვალება) და თითოეულთან მისაძღვნელი თაიგულები. იაპონიაში საუკუნეები.
image
✒ განმავლობაში იქმნებოდა უამრავი სტილი და მიმდევრობა ფლორისტიკაში. დეკორაციისთვის იყენებდნენ ხის მწვანე თუ გამხმარ ტოტებს, ფოთლებს, ყვავილებს, წიწვებს. ძალიან დიდი ყურადღება ეთმობოდა ლარნაკის სწორად არჩევას და სიცარიელეს. სიცარიელე და მინიმალიზმი იძლეოდა სწორედ მაქსიმალურ ჰარმონიას.
image
✒ ფლორისტული ხელოვნება კეთილშობილების ერთ-ერთ მთავარ გამოხატულებად ძალიან მალევე იქცა. შესაბამისად, ხშირად ტარდებოდა ხელოვანთა შორის შეჯიბრებები.
image
✒ აღსანიშნავია, მე-16 საუკუნის მდიდარი პარანოიკი ხელოვანი Hideyoshi, რომელსაც ბუდას დღესასწაულზე ქალაქ ნარაში 13 მეტრიანი გრანდიოზული თაიგული შესწირა. სწორედ მის სახელს უკავშირდება ახალი სტილის chabana–ს (ყვავილების ჩაი– შექმნა. მარტივი განლაგებით სულის გამოხატულება, რომელსაც wabi უწოდეს.
image
✒მე-16 საუკუნეში კიდევ ერთი მიმდინარეობა იქმნება, რომელსაც nageire ეწოდება იაპონიაში ფლორისტულ ხელოვნებას ოფიციალურად მხოლოდ მე-17 საუკუნიდან ეწოდა იკებანა, რაც ძენ ბუდიზმის დამსახურებააა, რომელმაც ძირეული ცვლილებები შეიტანა იაპონურ კულტურაში. ამ პერიოდშივე დაარსდა სკოლა shôgunat, რომელიც დღესაც არსებობს სახელით iemotos.
image
✒ დღესდღეობით უამრავი სკოლაა იაპონიში, სადაც ასწავლიან იკებანას, მარტივ დეკორაციას, რომელიც თავისი ასიმეტრიული ფორმითა და სიცარიელით საოცარ კომპოზიციებს ქმნის. ჰარმონიისათვის მეტად მნიშვნელოვანია ლარნაკისა და ადგილმდებარეობის ფაქიზი შერჩევა. იკებანას შექმნისას ჩვენ შევიგრძნობთ იაპონურ ტრადიციულ ხელოვნებას, ბაღის ხელოვნებას, არქიტექტურასა თუ მხატვრობას.
image
✒ იკებანა ასიმეტრიაა, ესაა სიცოცხლე დაუსრულებელი წარსულისა, რომლის ვარიაციების შექმნისას ვაცნობიერებთ, რომ იქმნება სილამაზე, რომლის მსგავსი ბუნებაში არ არსებობს. იაპონელთათვის, იკებანას შექმნისას ერთიანდება სამი ფუნდამენტალური ელემენტი: ცა, მიწა და ადამიანი. მისი წყალობით: – ბუნებას ვუყურებთ სხვა თვალით; – ჩვენი მხატვრული აზროვნება იხვეწება, რადგან ვქმნით გემოვნებიან კომპოზიციებს; – თაიგულს ვჩუქნით ბუნებრიობას, სიცხადეს; – და ბოლოს, იკებანას შექმნისას ჩვენ ვთავისუფლდებით ყოველდღიურობისაგან და ვპოულობთ სულიერ სიმშვიდეს.
imageimage

????????მასალა მოამზადა ლელა აღაპიშვილმა ფრანგული წყაროების მიხედვით
0
11
4-ს მოსწონს
ავტორი:ლეელ
ლეელ
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0