სალათები მსუბუქი სალათა სიმინდით და ქუნჟუტი 2012, 4 სექტემბერი, 11:25 ![]() ჩინური სალათა 100 გრ ფრიზე 100 გრ სიმინდი 300 გრ ნიორი 3 კბილი ზეითუნის ზეთი 45 მლ ღვინის ძმარი 60 მლ მდოგვი - 1 ჩ/კ – ___________________ მომზადება: სალათის ფოთლები აუცილებლად უნდა იყოს ახალი. მისი გამოყენება შეიძლება თქვენი გემოვნებით. ფრიზეს სალათის ფოთლები იგივეა რაც ჩვეულებრივი სალათის ფოთლები, უბრალოდ აქვს უფრო მომწარო გემო. ავიღოთ სალათის ფოთლები და ჩინური კომბოსტო, დავგლიჯოთ ხელებით, ჩავყაროთ ჯამში და დავაყაროთ კონსერვირებული სიმინდი. წვრილად დავჭრათ ნიორი. მოვამზადოთ საკაზმი. დაჭრილი ნიორი, ზეითუნის ზეთი, მდოგვი და ღვინის ძმარი ავურიოთ ერთმანეთში. კარგად ავთქვიფოთ, რომ გამოვიდეს ერთგვაროვანი მასა. დავამატოთ სალათის ფოთლებში ქუნჯუთი, საკაზმი და ყველაფერი კარგად ავურიოთ. სულ ესაა. 106 1-ს მოსწონს
|