სხვა ვიდეო; დათვმა ავარიაში მოხვედრილი კაცი გადაარჩინა 2021, 2 აპრილი, 18:53 კაცს ავარია მოუვიდა და გონება დაკარგა. გარეულმა დათვმა დაჭრილი კაცი მეტყევის სახლში მიიყვანა, სადაც მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. გჯერათ სიკეთის ბუმერანგად დაბუნების? ამ ფენომენის არსი იმაშია, რომ შენს მიერ გაკეთებული სიკეთე უნდა დაბრუნდეს. ზოგი ადამიანი ძალიან სკეპტიკურად უყურებს ბუმერანგის პრინციპს და არ სჯერა, რომ ამან შეიძლება ბედზე რაიმე გავლენა იქონიოს. ამასთან, ზოგჯერ მომხდარმა ამბავმა შეიძლება ნებისმიერი სკეპტიკოსი აიძულოს გადახედოს ცხოვრებისეულ შეხედულებებს. ვიდეოს ავტორი ერთ-ერთ ასეთ ამბავს მოგვითხრობს. ეს ამბავი მოხდა 2008 წელს ფსკოვის რეგიონში. სიუჟეტის მთავარმა გმირმა დაამთავრა უნივერსიტეტი და ჩამოვიდა რეგიონში ნავთობისა და გაზის ერთ-ერთ კომპანიაში სამუშაოდ. კაცს უყვარდა მიმდებარე დასახლებებში მოგზაურობა. მას უყვარდა ტყეში, ბუნებაში სიარული. ის მანქანით გადაადგილდებოდა ქალაქებს შორის. ერთხელ ასეთი მოგზაურობის დროს, კაცი ავარიაში მოყვა. მას გზაზე ირემი გადმოუხტა და შეჯახების თავიდან ასაცილებლად, მძღოლმა გადაწყვიტა საჭე გვერდზე მკვეთრად მოეტრიალებინა, მანქანა ხეს შეეჯახა და მამაკაცმა დარტყმისგან გონება დაკარგა. დაჭრილი მძღოლი გონზე უცნაურ ადგილზე მოვიდა, რომელიც სულაც არ ჰგავდა საავადმყოფოს. მის ოთახში მოხუცი კაცი შემოვიდა და თავი ადგილობრივ მეტყევედ წარუდგინა. მან მძღოლს მოუყვა საინტერესო ამბავი მისი წარმოუდგენელი გადარჩენის შესახებ. რამდენიმე წლის წინ მეტყევემ ტყეში დათვის ბელი იპოვნეს, რომელიც მარტო იყო დარჩენილი. მან გადაწყვიტა პატარა ცხოველი სახლში წაეყვანა და გაეზარდა. რამდენიმე წლის განმავლობაში დათვი გაიზარდა და ტყეში ცხოველებთან დაიწყო ცხოვრება. იმის გამო, რომ გარეული მხეცი მეტყევემ აღზარდა, მას ადამიანებითვისს ზიანი არ მოქონდა. ზოგჯერ მეტყევეები დათვს უშვებდნენ ტყეში სასეირნოდ. ერთ-ერთი ასეთი გასეირნების დროს დათვი გზის პირას მწოლიარე მამაკაცს წააწყდა. დათვმა დაჭრილი კაცი ზურგზე შეისვა და მეტყევესთან მიიყვანა. აქ მას პირველადი დახმარება გაუწიეს და გონზე მიიყვანეს. კაცმა არ დაიჯერა, როდესაც ეს ამბავი გაიგო, რადგან ყველაფერი სასწაულს გავდა, მაგრამ თურმე სასწაულები ხდება, მთავარია, მათი გჯეროდეს. 466 2-ს მოსწონს
|