x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"იქ წასვლა სახიფათოა"-კრემლმა დაგმო საქართველოში პოზნერის წინააღმდეგ აგორებული პროტესტი
image

კრემლის განცხადებით საქართველოში განხორციელდა "ექსტრემისტი ნაციონალისტების აგრესიულ ქმედებები რუსეთის მოქალაქეების მიმართ."


რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა რეაგირება მოახდინა ტელეწამყვან ვლადიმერ პოზნერის მიმართ თბილისში მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც პოზნერი იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა, იუწყება РИА Новости.

”საქართველო რუსეთის მოქალაქეებისთვის საშიშია. უბრალოდ საშიშია იქ წასვლა და რუსებმა ეს კარგად უნდა გაიგონ ”, - ასეთი კომენტარი გააკეთა დიმიტრი პესკოვმა თბილისსი მომხდარი ინციდენტის შესახებ.



რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ტელეჟურნალისტს დაბადების დღე მიულოცა და თქვა ”უმჯობესია (მისი დაბადების დღე) სახლში აღნიშნოს, აქ უფრო სიმშვიდეა”

image

ჟურნალისტი საქართველოში 87 -ე დაბადების დღის აღნიშვნას აპირებდა, მაგრამ მისმა ჩამოსვლამ პროტესტი გამოიწვია. კერძოდ, მომიტინგეებმა პოზნერს გაუხსენეს წარსულში ნათქვამი განცხადება იმის შესახებ, რომ აფხაზეთი არასოდეს იქნებოდა საქართველოს შემადგენლობაში. სასტუმროში, სადაც ტელეწამყვანი იმყოფებოდა, კვერცხები ისროლეს, ხოლო სასტუმროს შენობასთან ასფალტზე გამოჩნდა წარწერა წითელი საღებავით "გაეთრიე საქართველოდან".


ხუთშაბათ დილით ჟურნალისტმა თბილისი დატოვა. პოზნერმა და მისმა სტუმრებმა სასტუმრო პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს.

ვლადიმერ პოზნერი დაიბადა 1934 წლის 1 აპრილს.

1
203
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
203
  
2021, 1 აპრილი, 23:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1