x
image
მანანა თურმანიძე
დაბადების დღეს გილოცავთ ბატონო პოზნერ

image

ძვირფასო ბატონო პოზნერ,


დარწმუნებული ვარ, გაგიკვირდათ და შეგაშფოთათ ქართველი ხალხის ამგვარმა მეტამორფოზამ, რომელიც, როგორც გახსოვთ, სტუმართმოყვარეობით გამოირჩეოდა. დიახ, მართალია და ჩვენ გვჯერა, რომ კვლავ კეთილი ადამიანები ვართ და კვლავაც გვიყვარს სტუმრები, მაგრამ ჩვენ გვიყვარს ისინი, ვისაც ჩვენ ვუყვარვართ და არა ისინი, ვისაც ვძულვართ. ამან შეიძლება გაგაკვირვოთ, მაგრამ ჩვენ არც იდიოტები ვართ და არც ფარისევლები (როგორც ჩანს თქვენ ასე გეგონათ).


ხალხი, ვინც თქვენს სასტუმროსთან აპროტესტებს თქვენს ჩამოსვლას (რაც მე პირადად არ მომწონს, მაგრამ კარგად მესმის მათი) გამოაძევეს სახლებიდან აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, ისინი ტერორის მსხვერპლი არიან, რადგან ისინი ქართველები არიან, მათი ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები აწამეს და მოკლეს, მხოლოდ იმიტომ რომ ისინი ქართველები იყვნენ და ეს გრძელდება დღემდე! განა ეს ფაშიზმი არ არის? თქვენ, როგორც ჟურნალისტმა, ოდესმე გამოთქვით პროტესტი ამგვარი ქმედებების მიმართ, განაცხადეთ, რომ არ ეთანხმებით ან გმობთ ამგვარ სისასტიკესა და უსამართლობას? რაღაც არ მახსენდება, პირიქით კი - კმაყოფილი ჩანდით მოვლენების ამგვარი განვითარებით.


დღეს, თქვენი სასტუმროს წინ, თბილისში პოლიტიკოსებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად დგანან ადამიანები, რომლებმაც სახლი დაკარგეს, ტერორიზმი განიცადეს, ისინი სამშობლოდან გააძევეს, რადგან რუსეთმა წაახალისა და მხარი დაუჭირა ტერორიზმს და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევას. ამ ხალხმა განიცადა თქვენი სახელმწიფოს უსამართლობისა და სისასტიკის წნეხი და ისინი განაწყენებულნი არიან თქვენი განცხადებებით, რომ ჩვენ თურმე ვჩაგრავდით და ვავიწროვებდით ვინმეს და რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო (ე.წ. სამხრეთ ოსეთი, რომელიც ისტორიულად მაჩაბლების საგვარეულო მამულია) აღარასდროს იქნება საქართველო. თქვენ მიიღებდით სტუმრად მას, ვინც სახლი წაგართვათ ან ცილი დაგწამათ?



ჭკვიანი ადამიანები სხვების ადგილას აყენებენ თავიანთ თავს, რათა გაიგონ მათი ემოციები. ვიდრე ვინმეს განიკითხავდეთ, გირჩევთ დააყენოთ მათ ადგილზე თავი, რომ გაიგოთ როგორ და რას გრძნობენ ისინი.


უფალი ამბობს გიყვარდეთ მტერი თქვენიო, როგორც ჩანს არც ისეთი კარგი ქრისტიანები ვართ, მაგრამ ვცდილობთ უკეთესები გავხდეთ, ყოველ შემთხვევაში არავის არაფერს ვართმევთ, სხვისი არაფერი გვინდა, ჩვენსას ვიცავთ, ადამიანური სისუსტეა ალბათ. შევთანხმდეთ, რომ თავდაცვის რეჟიმში ძნელია იყო კარგი ქრისტიანი.


ჩვენ 30 წელია დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და მას შემდეგ გამუდმებით თავდაცვის რეჟიმში ვართ. ომში ძნელია გახსოვდეს კაცთმოყვარეობა და ან ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, მაშინ, როდესაც გესვრიან და სახლს გართმევენ. დიახ, 30 წელია გვესვრიან და სახლს გვართმევენ! ალბათ ეს არის მიზეზი, რომ ახლა ეს ის საქართველო აღარ არის, სადაც სუფრაზე თამადისგან და სუფრის წევრებისგან მხოლოდ საქებარ სიტყვებს მოისმენდით, ახლა აქ საყვედურიც შეიძლება მოისმინოთ.


დაბადების დღეს გილოცავთ ბატონო პოზნერ, დიდხანს გეცხოვროთ მშვიდობიან მსოფლიოში, სადაც უსამართლობა და სისასტიკე მიუღებელი იქნება ყველასთვის, ყოველ შემთხვევაში მათთვის მაინც, ვინც ცივილური განვითარების და მშვიდობიანი მსოფლიოს იდეის მხარეზეა და არა ძალმომრეობის, ომის და სისასტიკის. ჟურნალისტები ასეთები უნდა იყვნენ ცივილურ სამყაროში.


ჩვენ ასეთი სადღეგრძელოებიც ვიცით, გაგიმარჯოთ!



Уважаемый г-н Познер,


Я уверена, вы были удивлены и встревожены такой метаморфозой Грузинского народа, который, как вы помните, славился своим гостеприимством. Да, это правда, и мы считаем, что мы по-прежнему добрые люди и все еще любим наших гостей, но мы любим тех, кто нас любит, а не тех, кто нас ненавидит. Это может показаться неожиданным, но мы не идиоты и не лицемеры (вы, кажется, так думаете).


Люди, протестующие против вашего приезда возле вашей гостиницы (что мне лично не нравится, но хорошо понимаю) были изгнаны из своих домов в Абхазии и в Цхинвальском регионе, они стали жертвами террора, из-за того, что они Грузины, членов их семей, друзей и родственников пытали и убивали, только потому, что они являлись Грузинами и это продолжается по сей день! Разве это не фашизм? Вы, как журналист, когда-нибудь протестовали против таких действий, заявляли, что не одобряете или осуждаете такую ​​жестокость и несправедливость этих действий? Ничего такого я не припоминаю, даже наоборот - вроде вас такое развитие событий устраивало.


Сегодня, возле вашей гостиницы в Тбилиси, вместе с политиками и гражданскими активистами стоят люди, потерявшие дома, пострадавшие от терроризма, изгнанные со своей земли из за того, что Россия поощряла и поддерживала терроризм и разрушение территориальной целостности нашей страны. Эти люди пострадали от притеснения и жестокости вашего государства, и они оскорблены вашими заявлениями о том, что мы кого-то притесняли или угнетали и что Абхазия и Самачабло (так называемая Южная Осетия, которая исторически является прародиной Мачабели) никогда не будут снова Грузией. Вы бы приветствовали того, кто отнял ваш дом или оклеветал вас?


Умные люди ставят себя на место других, чтобы понять их эмоции. Прежде чем кого-либо осуждать, я рекомендую поставить себя на их место, чтобы понять, что они чувствуют.


Господь говорит: любите врага своего, кажется, мы тоже не такие хорошие христиане, но мы стремимся стать лучше, по крайней мере, мы ничего не отнимаем ни у кого, мы ничего не хотим ни от кого, мы защищаем себя, возможно, это человеческая слабость. Согласитесь, в режиме защиты сложно быть хорошим христианином.


Мы обрели независимость 30 лет назад и с тех пор постоянно находимся в состоянии обороны. На войне трудно вспомнить благотворительность и / или универсальные ценности, когда тебя расстреливают или забирают твой дом. Да, уже 30 лет в нас стреляют! Вероятно, это и является причиной того, что сейчас это уже не та Грузия, где можно было слышать только слова похвалы от Тамады и членов стола, теперь здесь можно услышать и упрёки.


С Днем Рождения, господин Познер, да здравствует мирный мир, в котором несправедливость и жестокость будут неприемлемы для всех, по крайней мере для тех, кто стоит на стороне идеи мирного развития и цивилизованного мира, а не насилия, войны и жестокости. Думается, что таковыми должны быть журналисты в цивилизованном мире.


Мы такие тосты тоже умеем, удачи!


15
315
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
315
  
2021, 1 აპრილი, 20:37
გეთახმებით,არაა სწორი,მაგრამ იმდენად მომაბეზრებელია მსგავსი ფაქტები,რომ სხვა აზრი არ მებადება. გრიბოედოვის ძეგლს წარწერები გაუკეთეს და ამ ძეგლმაც ხალხი დაგვიხოცა?! ეს ემოციაც არ არის,ეს არის მიზანმიმართული ქმედება ქვეყნის იმიჯის საზიანოდ. სულ რო პუტინის ძეგლი იყო,არ შეიძლება მისი შეურაწყოფა. არ ვიცი,რა მომავალი ექნება სახელმწიფოს,რომელსაც ძეგლების ეშინია ან იმ საზოგაოდებას. იმედი ვიქონიოთ,რომ მსგავსი ფაქტები აღარ იქნება.
2021, 1 აპრილი, 20:16
პ.ს. იმაშიც გეთანხმებით, რომ სხვისკენ ხელის გაშვერა ყველას შეუძლია და დამაეჭვებელია, თუმცა პერსონალიებზე რაიმეს დაზუსტებით თქმა და დადანაშაულება, მაინც არ მგონია სწორი.
2021, 1 აპრილი, 20:12
აბსოლუტურად გეთანხმებით, სიმართლე გითხრათ, მე ზოგჯერ იდიოტი მგონია თავი, რადგან ყველას ყველაფერი შემიძლია მივუტევო და ცოტა ვწუხარ კიდეც, რატომ არ მაქვს აგრესიის არანაირი გამოვლინება, ეს საერთოდ ნორმალურია თუ არა, არ ვიცი, შეიძლება დავბერდი, აბა ყველას შებრალება შეიძლება? ახლა თქვენ ამ კლასიკოსების ნააზრევის შეხსენებით დამამშვიდეთ, ანუ მთლად იდიოტი არ ვარ, რადგან არავინ მძულს და მიტევების უნარი მაქვს :))) სუფთა პრაქტიკული და მერკანტიული მოსაზრებებით ხომ ნამდვილად ჯობდა გაწონასწორებულად გვემოქმედა და არა ემოციებს ავყოლოდით, როგორც ყოველთვის. ამას წინათ აღნიშნეს (არ მახსოვს ვინ, რომელიღაც რუსმა პოლიტიკოსმა), რომ ქართველებს ემოციებზე აგებული პოლიტიკა აქვთო, ანუ ეს ჩვენი სისუსტე იციან და ამის გამოყენება ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჩვენს წინააღმდეგ, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მართლაც ჰგავდა პროვოკაციას. როგორ იმოქმედებს ეს ტურისტულ სეზონზე, და აქედან გამომდინარე ისედაც ჩამოქცეულ ეკონომიკაზე, დასაფიქრებელია, თუმცა პოსტ ფაქტუმ დაფიქრებას, აპრიორი სჯობდა!ზოგადად, ცხადია სჯობს ქრისტიანული მიდგომა, მაგრამ სამწუხაროდ ეს უმეტესობისთვის იმდენად უცხოა, რომ ამაზე თუ ისაუბრე, არანორმალური ან მოღალატე შეიძლება ეგონო ხალხს, ამიტომ ვცდილობ მეც "ნორმალური" ვიყო, როგორც ყველა :)))
2021, 1 აპრილი, 17:45
უბრალოდ,ცუდია ასეთი ქართველების ყურება და მათი ქცევის ატანა. სტუმარ-მასპინძელი არ აქვთ წაკითხული და არც თორნიკე ერისთავი წაუკითხავთ?! მტერიც იმსახურებს პატივისცემას და ეს მათ წინაშე უპირატესობას აძლევს ადამიანს. თორნიკ ერისთავმა იბრძოლა და მტრის დაჭირლი ჯარისკაცების მოვლა,მკურნალობის ბრძანება გასცა. ვაჟამ კი ოჯახის სიწმინდეზე და ხელშეუხებლობაზე გვესაუბრა. პიროვნების ოჯახი წმინდაა და იქ არავის აქვს უფლება სისხლი დაღვაროს და სტუმარს ცუდად მოექცეს. ეს ქვეყანაც ოჯახია და სტუმარს პატივისცემით უნდა მოექცეს ყველა. ამ საქციელით რუსებს კი არ ვაყენებთ შეურაწყოფას,ჩვენს თავს და ჩვენს წინაპრებს. ამიტომ მოვიდა საქართველო დღემდე,მას ღირსეული ადამიანები ქვეყანა ერქვა და არა პაპუასების და ქაჯების. აღმაშენებლის ღირსებაზე და შეწყნარებლობაზე უამრავი ისტორიები დადის. ქართველს პატივს სცემდნენ იმისთვის,რომ მან იცოდა ბრძოლაც და მტრის დაფასებაც. მეც ვიცი,რომ ეს კაცი ჩვენი მაძაგებელია და ჩვენი მტრის მეგობარია,მაგრამ ეს არ ნიშნავს რო შუქი გამოურთოთ და შესაჭმელად ვსდიოთ,რა ბოგანოები ვართ?! თუ რუსები?!
2021, 1 აპრილი, 17:33
როცა რადიკალიზმზე მიდის ადამიანი და ეს გამპროტეტსტებლები ასეთები არიან,მაშინ უნდა ითხოვდნენ ყველაზე გავრცელებას. თუ რუსეთი მტერია ე.ი. მისი ყველა მოქალაქე მტერია,თუ საპირისპიროში არ დაგარწმუნებს. არ მჭირდება დევნილი ხალხის გამოკითხვა,ისედაც ვიცი,რას გრძნობენ და რა გასაჭირი გამოიარეს. არც ამ კაცის გულშემატკივარი ვარ და არც რუსები მეხატებიან გულზე. უბრალოდ,არ მინდა,ქართველს პაპუასებათ და კაციჭამიებად აღგვიქვამდნენ. ტყუილად არ გავიხსენე ვაჟა,სტუმარს პატივი ეცითო ასე თქვა და არა შესაჭმელად სდიეთო.
არის კიდევ ერთი საკითხი,ის სასტუმრო არის კერძო საკუთრება და იქ დენის გათიშვა არის მესაკუთრის უფლებების დარღვევა და ბიზნესის დისკრიმინაცია. მე ან თქვენ რო ვინმეს სასტუმროს დენი გავუთიშოთ და ამისათვის არ დავისაჯოთ,მაშინ შსს და ხელისუფლებას გააკრიტიკებენ,კერძო საკუთრების უფლებას ხელყოფენო და ეხლა იგივე არ გააკეთეს.

პ.ს. თქვენი სტატია და ჩემი აზრი დავწერე. მარტო თქვენ არა,ყველას მივმართავ,ვინც ამ სტატიას წაიკიხავს ან ჩემს "ნააზრევს"
2021, 1 აპრილი, 17:24
საკუთარი აზრი გამოხატვის გამო ადამიანის დასჯა,ვინც არ უნდა იყოს ის,მიუღებელია ჩემთვის. მსოფლიომ იცის კარგად,ვინ არიან რუსები და პუტინს ბაიდენმა მკვლელი ეძახა. შესაძლოა გადამეტებულია ჩემი შეხუდელება,მაგრამ რუსებზე მაღლა ვდგავართ,როგორც ისტორიულად,ასევე დღესაც.

ხოშტარიას აგენტობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ მაქვს და რომც მქონდეს,ვერაფერს ვიზავთ მაინც. სახელმწიფო გადატრიალების მომწყობი ხალხის სახელები ვიცით,ვინც კრემლის დვალაბას ასრულებდა იმ წლებში,მაგრამ რა მაგით? პარლამენტში არ არიან,თუ არ დაგულაობენ? ამ ქვეყანაში მკვლელი და მოღალატე თუ არ ხარ,მაშინ არ ფასობ:) გავრილოვის ამბები იგივე ხოშტარიამ გაიგო პირველმა და ეს ამბავიც,რაც ეჭვს ბადებს და თქვენ გადაწყვიტეთ,არის აგენტი თუ არა. მე ან თქვენ არ გვჭირდება იმის მტკიცება რო პატრიოტები არ ვართ და არც პოლიტიკურ ქულებს არ ვიწერთ ასეთი მძიმე ამბებით. პირადი შეხედულება მაქვს,ეს ევრონაცები და მთავარი ნაცები გაიძახიან,რომ ქოცეთი რუსეთის აგენტებით არის დაკომპლექტებული,დამამტკიცებელი საბუთი არ წარმოუდგენიათ. ამ კაცის ქვეყანაში შემოშვება არ არის რუსეთის აგენტობა. მაფიოზობანა ხომ გაქვთ ნათამაშები ან გეცოდინებათ თამაშის წესები:) იქ მაფიოზი სულ გაიძახის პატიოსან მოქალაქეზე რო მაფიოზი არისო და თავიდან იშორებს მათ. ასეა ეს ამბავიც,ვინც ბევრს ყვირის რო პატრიოტი ვარ და ჩემი მოწინააღმდეგე უცხო ქვეყნის აგენტიო,თვითონ არის მოღალატე და უცხო ქვეყნის აგენტი.
2021, 1 აპრილი, 14:46
სიმართლე გითხრათ არ მესმის ამ ყველაფერს მე რატომ მეუბნებით, მაგრამ არა უშავს, პრობლემა არ არის. რაც შეეხება ყვველაზე გავრცელებას, ის რიგითი რუსი ტურისტი, აქ რომ ოჯახთან ერთად ჩამოდის დასასვენებლად, შესაძლოა პოზნერზე უარესი "დერჟავნიკი" იყოს, გეთანხმებით, მაგრამ ამის შესახებ არ ვიცით, აპრიორი ყველას ხომ არ ავუკრძალავთ ჩამოსვლას, ეგზომ არაეთიკური იქნებოდა. პოზნერი კი ცნობილი ჟურნალისტია, აქედან გამომდინარე მისი განცხადებები საზოგადოებისთვის ცნობილია და მას მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვება საკუთარ განცხადებებთან და პოზიციებთან მიმართებაში, სამზარეულოებში ვინ რას აფიქსირებს, ამას ვერ გამოვედევნებით, ჩვენ არ ვიცით ვინ რას ფიქრობს გულში, აგენტები ხომ არ ვართ მართლა ყველა, რომ ვიცოდეთ ვინ ვინაა :)
2021, 1 აპრილი, 10:37
აი სამტროდ რომ რუსი ჩუმად შემოდის ამაში კი ნამდვილად გეთანხმებით. მე გაძევების მომხრე არ ვარ, არც მითქვამს, რომ ვიწონებ ამ საქციელს, თუმცა ეს მათ ჰკითხეთ, ვინც აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან გამოყარეს! გარდა ამისა, ტურისტები და დაბ.დღეები კარგია, მაგრამ პანდემიის პირობებში დისტანცია, პირბადე და თავის არიდება სუფრებისთვის მარტო ჩვენთვის არის რეკომენდირებული? სამწუხაროდ, უკვე გვაცნობებენ, რომ გვაქვს ეპიდაფეთქებები, რომლებიც დაკავშირებულია სწორედ სუფრებთან.
2021, 1 აპრილი, 10:29
ჩემი ნება რომ იყოს მივუტევებდი, ბოროტებას ბოროტებით არ ებრძვიან, ქრისტიანები.
2021, 1 აპრილი, 10:27
ელენე ხოშტარიას თუ ნებისმიერი პირის მიმართ ცილისმწამებლური განცხადებები ჩემთვის მიუღებელია, როდესაც პირს უცხო ქვეყნის აგენტობაში სდებთ ბრალს, თუკი დამამტკიცებელი საბუთი არ გაქვთ, ეს ჭორაობა და ცილისწამებაა!
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10