მაკიაჟი და ვარცხნილობა Dolce&Gabbana-ს ახალი საშობაო კოლექცია 2012, 4 იანვარი, 6:38 საშობაოდ Dolce&Gabbana-მ წარმოადგინა კოლექცია Ruby Collection.ძვირფასი ქვა ლალი განასახიერებს სიცილიურ მგზნებარებას, რომელიც საფუძვლად უდევს Dolce&Gabbana-ს ნებისმიერ ქმნილებას. ლალი პირველად არ ჩნდება მარკის მაკიაჟის კოლექციაში, სტეფანო გაბანასთვის კი ლალი საგვარეულო ძვირფასეულობაა, ის არასოდეს იშორებს იშვიათი ელფერის ლალისთვლიან ბეჭედს. საშობაო კოლექცია შედგება ხუთი კლასიკური კრემ-პომადის Classic Cream Lipsticks, თვალის ჩრდილების ნაკრების- Smooth Eye Color Quad და ფერ-უმარილისგან- Ruby Blush.
36 1-ს მოსწონს
|