x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
მადონას მოშიშვლებული მკერდი და კიდევ 6 ეპიკური ვარსკვლავური კონფუზი, რომელიც ცნობილ სელებრითებს შეემთხვათ

image


უიღბლო დღეები ყველას აქვს, დროდადრო უხერხულ და სასაცილო სიტუაციებში თითოეული ჩვენგანიც ხვდება, ვინაიდან ამისგან დაზღვეული ამქვეყნად არავინაა, თვით მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავებიც კი... ჩვენსა და მათ შორის ერთადერთი განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ მათი უხერხული მომენტები პაპარაცების ფოტოობიექტივში მყისიერად ხვდება, რაც საბოლოოდ, საზოგადოების საკუთრებაც ხდება. მაშ ასე, წარმოგიდგენთ ცნობილი სელებრითების ყველაზე დასამახსოვრებელ და სახალისო კონფუზებს.




კეტი პერი



კონფუზი: პაპარაცებმა კეტის "წარმატებული" კადრი მაშინ დაიჭირეს, როდესაც ვარსკვლავი კალიფორნიის წყლის აკვაპარკში ერთობოდა. მომღერალი ატრაქციონზე ისე თავდვიწყებით სრიალებდა, რომ ვერც კი შეამჩნია თუ როგორ გაძვრა საცურაო კოსტიუმის ქვედატანი.


imageimage

ემა უოტსონი


კონფუზი: ახალგაზრდა მსახიობს კურიოზული სიტუაცია არა სადმე, არამედ ზედ წითელ ხალიჩაზე შეემთხვა. ღონისძიებისთვის საგანგებოდ შერჩეული კაბის ფორმა ცნობილ სელებრითს საერთოდ არ უხდებოდა, ფერზე რომ არაღაფერი ვთქვათ, ხოლო ბრიტანელი ვარსკვლავის მკერდი ფოტოგრაფების წინაშე მთელი თავისი ბრწყინვალებით წარმოჩენას მთელი ძალით ლამობდა, რაც შეუმჩნეველი არც პაპარაცებს დარჩენიათ.


imageimage


მადონა


კონფუზი: რაც ლეგენდარულ მომღერალს შეემთხვა იმას კონფუზიც კი აღარ ჰქვია. ყოველივე კი მისი მსოფლიო ტურნეს დროს მოხდა. კერძოდ, სტამბოლში გამართულ კონცერტზე მომღერალმა შუა სიმღერის დროს მკერდი მთლიანად მოიშიშვლა. რაღა თქმა უნდა, მადონამ ეს სრულიად გააზრებულად გააკეთა და ამჯერად, საქმე არანაირ უსიამოვნო შემთხვევასთან არ გვქონდა.


imageimageimage

ბიონსე


კონფუზი: ჩინეთში შუა კონცერტის დროს მომღერალს მოულოდნელად კაბა აეწია, რომლის ქვეშიდან ბრიჯიტ ჯონსის სტილის ხორცისფერი მაკორექტირებელი თეთრეული ყველამ მთელი თავისი ბრწყინვალებით იხილა.


imageimage


სოფი მარსო


2005 წლის "კანის" კინოფესტივალზე სოფი მარსოს კაბის თასმამ ყველაზე მოულოდნელ მომენტში უმტყუნა და მსახიობი ჟურნალისტებისა და ფოტოგრაფების წინაშე დედიშობილა აღმოჩნდა.



image


სოფია ვერგარა


კოლუმბიელმა ლამაზმანმა 2012 წლის "Emmy Award"-ისთვის მეტისმეტად ვიწრო კაბა შეარჩია.


image


ჯენიფერ ლოურენსი


2013 წელს "ოსკარის" ცერემონიაზე "Dior" -ის თეთრ, ულამაზესს კაბაში გამოწყობილმა ვარსკვლავმა თავი ვეღარ შეიკავა და პირდაპირ, ზედ კიბეებზე წაიქცა.


image









0
42
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
42