არქიტექტურა ესპანური ეკლესიის სკეიდ პარკად გარდასახვა 2021, 30 მარტი, 18:26 თავდაპირველად ასტურიელი არქიტექტორის მანუელ დელ ბუსტოს მიერ 1912 წელს აშენებული, წმინდა ბარბარეს ეკლესია ლანერაში, ასტურია, წლების განმავლობაში მიტოვებული იყო და უგულებელყოფისგან იშლებოდა და ნადგურდებოდა. საბედნიეროდ, კოლექტივმა, სახელწოდებით "ეკლესიის ბრიგადა", ონლაინ ფონდრაიზინგისა და Red Bull– ის დახმარებით, ეკლესია გადაარჩინა და გადააქცია საზოგადოებრივ სკეიტ პარკად, რომელსაც კაოს ტაძარი ეწოდა.
თითქოს ლამაზი მიტოვებული ეკლესიის შიგნით სკეიტ პარკის მოწყობა არ იყო საკმარისი, მხატვარ ოკუდა სან მიგელს დაევალა კედლებისა და კამაროვანი ჭერის მოხატვა თავისი უნიკალური ფერადი გეომეტრიული ფიგურებით. თითქმის ყველა შიდა ზედაპირი დაფარულია ცისარტყელას ფერით, რომელიც ყველა მხრიდან განათებულია მაღალი ფანჯრებით, რაც მართლაც განსაკუთრებულ ადგილს ქმნის სრიალისთვის. ჩვენს სამყაროში ბევრ უცნაურობას ვაწყდებით და ყველა მათგანი იწვევს ჩვენში სხვადასხვა გრძნობებს, ზოგი მათგანი დადებითია, ზოგიც უარყოფითი... ალბათ, საქართველოში რომ რომელიმე ეკლესიის ინტერიერი ასეთ ფერებში შეეღებათ და უფრო მეტიც, მასში სკეიდ-პარკი გაეშენებინათ, დიდი ამბები დატრიალდებოდა, ნახევარი საქართველო გამოვიდოდა საეკლესიო პირების წინამძღოლობით და დიდ აჟიოტაჟსაც ატეხდა, თუმცა ესპანეთში ასე არ მოხდა, ეს ხომ ესპანეთია? მიუხედავად იმისა, რომ სიამაყით ვიბრალებთ ბასკებთან ახლო კავშირსა და მსგავსებას, დაბინდული თვალებითაც შესანიშნავად ჩანს, თუ რაოდენ დიდია სხვაობა... 37 1-ს მოსწონს
|