” ვაიმე დედა “სექსი”, ეს რა ახსენა, უზრდელი გარეწარი, გაეთრიე ჩემი სახლიდან შე უმსგავსო. ”
გეცნობათ ყველას ეს ფრაზა? ყველა ასე თავაზიანად მოგმართავდათ რამოდენიმე ათეული წლის წინ სიტყვა “სექსი” რომ გეხსენებინათ. მაგრამ რა ხდება დღეს საქართველოში? ისევ იგივე პრობლემაა თუ შეიცვალა უკვე თაობა, და სიტყვა “სექსის” გამო რამდენიმე სართულიან გინებას აღარ მოისმენთ?
გადავწყვიტე ამ საკითხზე დამეწერა. იმ პერიოდიდან როცა გავიაზრე რა არის “სექსი” დღემდე, პრობლემის მეტი არაფერი მოუტანია ჩემთვის საქართველოში ამ ტაბუდადებულ თემაზე საუბარს, რაიმეს მტკიცებას ან უბრალოდ იმის თქმას, რომ ადამიანისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. დაახლოებით ერთი თვის წინ, ჩემს უნივერსიტეტში ვიჯექი და ლექციების ბოლოს ჩემს დაქალ-ძმაკაცებთან ლაპარაკით ვირთობდი თავს. საქართველოში ძალიან აქტიური თემაა “სექსი”, და გადავწყვიტეთ ჩვენც გაგვეხილა ეს თემა, თამამად დაგვეფიქსირებინა ჩვენი აზრი. თემა დაიწყო კითხვით: “შეიძლება თუ არა ქალს ჰქონდეს სექსი ქორწინებამდე?” ხო და მეც კითხვის დასმისთანავე, წამოვდექი ფეხზე და საკმაოდ ხმამაღალი და დამაჯერებელი ტონით განვაცხადე, რომ ქალს, ისევე როგორც კაცს, შეუძლია ჰქონდეს სექსი ქორწინებამდე, ის რომ ქალმა არ უნდა შეიზღუდოს თავი, არ უნდა მოიკლოს რაიმე, და არ უნდა ელოდოს თავის პრინცს, რომელიც შეიძლება საერთოდ არ გამოცხადდეს. სამწუხაროდ ჩემს ასეთ თამამ გამოხმაურებას, გაოცებული სახეების მთელი რიგი და ბიჭების მხრიდან ერთი ორი მსუბუქი გინება მოყვა. ყველა, გოგო, ბიჭი, დიდი, პატარა, ყველა ჩემი მეგობრებიდან იმას მიმტკიცებდა, რომ ყოვლად დაუშვებელია გოგოს ქონდეს სექსი ქორწინებამდე, ბიჭები იმას ამტკიცებდნენ რომ, ქართველი კაცი არაქალიშვილს არ მოიყვანს ცოლად. გოგოები კი იმას ამბობდნენ, რომ სადაც გოგოს ერთხელ ექნება სექსი, იქ მეორეჯერაც წავა ამაზე და ასეთი გოგო კი უკვე ბოზია. სხვა რაღა გზა მქონა, ავდექი და წამოვედი თავში იმ პასუხგაუცემელი კითხვით, თუ რატომ ფიქრობენ ასე ჩემი მეგობრები…..?
ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე ამ ამბის მერე, მივედი იმ დასკვნამდე, რომ მაინც უნდა დავუმტკიცო ჩემი აზრი, უნდა ვანახო რომ, საქართველოში ეგეთი მდგომარეობა უკვე აღარ არის, რომ წყვილისთვის მთავარია სიყვარული და არა იმის გარკვევა, ქალიშვილია თუ არა მისი შეყვარებული. მინდოდა დამემტკიცებინა, რომ საქართველო შეიცვალა, რომ მოკლე კაბით გარეთ გასვლა ბოზობას არ ნიშნავს. რომ დროა 21 საუკუნე მარტო ციფრებით კი არა ასევე თავისი ქმედებებითაც განსხვავდებოდეს მეოცე საუკუნისგან. როგორც ჩემი წინა პოსტებიდან მოგეხსენებათ (იმედია წაკითხული გაქვთ) მიყვარს ექსპერიმენტების ჩატარება, ხოდა ავიღე პასტა-ფურცელი, ჩამოვწერე რამოდენიმე კითხვა და გავედი ქუჩაში სტატისტიკის დასადგენად. სტატისტიკა შემდეგნაირი იყო: დაახლოებით 100 გამოკითხულიდან, ოთხმა ჩანთა ჩამარტყა თავში, 65-მა ისევე მიპასუხა როგორც ჩემმა მეგობრებმა. 24-მა კითხვას თავი აარიდა, და სულ 4 კაცმა თამამად დააფიქსირა თავისი თანხმობა, ქორწინებამდე სექსის შესახებ. სხვა გზა აღარ მქონდა შევეცადე დამევიწყებინა ეს თემა.
რახან ამდენი ვილაპარაკეთ სექსზე, მოდი ერთი-ორი სიტყვით ქალიშვილობის ინსტიტუტსაც შევეხოთ. რატომ შეიქმნა საერთოდ ეს ინსტიტუტი? რისთვის იყო საჭირო? რა თქმა უნდა, სანამ აქ დავპოსტავდი, ამ თემის შესახებაც ბევრი ვეძებე ინტერნეტ სივრცეში, მაგრამ დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერ მივიღე. ზოგგან ეწერა რომ, იგი შეიქმნა დაავადების არ გავრცელების გამო, ასევე იმის გამო, რომ დარწმუნებული იქნებოდი შენი შვილი, რომ ნაღდად შენი შვილია, მოულოდნელი ორსულობის თავიდან ასაცილებლად და ა.შ. კი ბატონო, ეს ყველაფერი შეიძლება გამართლდეს გასულ საუკუნეში მაგრამ დღეს 21 საუკუნეში ჩვენ გაგვაჩნია ათასი თავდაცვის საშუალება, შეგვიძლია სისხლის ანალიზების მიხედვით დავადგინოთ საკუთარი შვილის ჭეშმარიტობა და ყუველა ის პრობლემა რომელიც მეოცე საუკუნეში იყო დღეს დღეობით უკვე გადაჭრილია. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვსვავ კითხვას, რად გვინდა ქალიშვილობის ინსტიტუტი? და კვლავ ჩავფიქრდი ამ თემაზე, ჩავფიქრდი და მივედი იმ დასკვნამდე, რომ კვლავ არსებობს მიზეზები რის გამოც აუცილებელია ქალიშვილობის ინსტიტუტი, მაგრამ ეს მიზეზები თვით იმ ადამიანებშია რომლებიც მხარს უჭერენ ამ ინსტიტუტს.
დავიწყოთ მამაკაცებიდან: მამაკაცები რომლებიც მხარს უჭერენ ქალიშვილობის ინსტიტუტს. ესეთი მამაკაცები ჩემი აზრით მხოლოდ იმ მიზეზის გამო უჭერენ მხარს ქალიშვილობის ინსტიტუტს, რომ თვითონ რეალურად ვერ აკმაყოფილებენ ქალს, ან ეგოისტი მესაკუთრე კაცები, რომლებიც მხოლოდ ჩემიაზე ფირობენ, და აქედან გამომდინარე ქალიშვილობაც თვითონ უნდათ.
რაც შეეხებათ ქალებს: ქალები რომლებიც უჭერენ ქალიშვილობის ინსტიტუტს მხარს, უმეტესად და უპირველესად საზოგადოების შიში აქვთ. ქალების უმეტესობას საქართველოში ქალური ბედნიერების ამომავალ წერტილად, გათხოვება და ბავშვების გაჩენა მიაჩნია და ვაიიიი დედა, რომ ვერ გათხოვდეს. ქალები ასევე ფიქრობენ იმაზე, რომ ვაი და ჩემს შეყვარებულს ქალიშვილი თუ არ ჩავბარდი, ის რას იფიქრებს, როგორ მიიღებს, და ა.შ. ეს ფიქრები კი ამ მამაკაცების ბრალია რომლებიც ქალიშვილი ცოლის გარდა სხვას ვერ იკადრებენ.
ჩემი აზრით, უბრალოდ დროა მოეშვათ სხვის ტრუსიკებში ქექვას, დროა დაკავდეთ სექსით, გააცნობიეროთ რომ ეს ისეთივე ბიოლოგიური მოთხოვნაა როგორც ჭამა, ძილი, საჭირო ოთახში გასვლა. და იმ ხალხს ვისაც პრობლემები გაქვთ სექსთან დაკავშირებით მიმართეთ ექიმს, ნუ მოგერიდებათ და ნუ იფიქრებთ იმას რომ ექიმთან ამ თემაზე წასვლა უმსგავსობაა, თქვენ ხომ აწუხებთ ექიმს თუ პრობლემა გაქვთ უმადობასთან დაკავშირებით, ან უძილობასთან, ხო და ყველანაირი კომპლექსების გარეშე შეგიძლიათგაიაროთ კონსულტაცია თქვენს პირად ექიმთან. გისურვებთ წარმატებებს და გამოფხიზლდით 21 საუკუნეა.
ვიცი ამ პოსტს დიდი ოპოზიცია ჩამოუყალიბდაბა ამიტომ დააფიქსირეთ თქვენი აზრი ყველანაირი გინების გარეშე…
პ.ს. ადმინისტრაციას: ეს ჩემი დაწერილი სტატიაა, მაგრამ ასევე დევს უცნაურზე ამის გამო არ დამბლოკოთ. კიდევ არ ჩამიწერია +18 იმიტომ, რომ არ ვთვლი რომ ეს საკითხი +18-ს ეკუთვნის, გადაიკითხეთ და თქვენთვითონ ნახავთ, რომ არაფერი სა +18-ო არაა. მადლობა წინასწარ.
ხო და ადმინისტრაციას :უცნაურის ბლოგზე მე ვარ mr_ochopintre