x
სასარგებლოა თუ არა თევზის ცხიმი თქვენთვის?

image
მეცნიერები, რომლებიც იკვლევენ ურთიერთკავშირს გენეტიკას, დიეტასა და გულ-სისხლძარღვთა შორის ამობობენ, რომ თევზის ცხიმის მიღება დანამატის სახით შეიძლება სასარგებლო იყოს მხოლოდ გარკვეული გენოტიპის ადამიანებისთვის და არა ყველასთვის. ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო მეტი მეცნიერი აყენებს ეჭქვეშ რჩევას ომეგა-3-ის მიღების შესახებ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის სემცირების თაობაზე. კლინიურმა კვლევამ აჩვენა, რომ თევზის ცხიმში შემავალი ერთი კონკრეტული ცხიმოვანი მჟავის მიღებამ სუფთა მდგომარეობაში არანაირი შედეგი არ გამოიღო. ჟურნალში PLOS Genetics გამოქვყნდა ახალი კვლევა, რომლის მიზანიც იყო დაედგინათ გენების მიხედვით დანიშნული დიეტის ეფექტი. კვლევაში 70 000 ათასმა ბრიტანული ბიობანკის წარმომადგენელმა მიიღო. კვლევის შედეგან გამოვლინდა მხოლოდ ერთი გენოტიპი სახელწოდებით GJB2, რომელიც გავლენას ახდენს გენზე და ტრიგლიცერიდების შემცირებას იმ სუბიექტებში, რომლებიც იღებენ თევზის ცხიმს. მეორე მხრივ, სხვა გენოტიპის მატარებლებში პირიქით, თევზის ცხიმის დანამატებმა გამოიწვია ტრიგლიცერიდების დონს გარკვეული მატება. "თევზის ცხიმის დანამატი ყველა კატეგორიის ადამიანისთვის ერთნაირად სასარგებლო არ არის. თუ თქვენ გაქვთ შესაბამისი გენოტიპი ცხიმის მიღემა ნამდვილად სასარგებლო იქნება თქვენთვის წინააღმდეგ შემთხვევაში კი უკუჩვენებას გამოიწვევს."- განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა კაიქსიონგ იემ.

0
136
შეფასება არ არის
ავტორი:სოფია გიორგობიანი
სოფია გიორგობიანი
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0