x
image
ირინა მ.
პლანეტის ყველაზე ექსტრემალური ლიფტები (ვიდეო)

image

ყველა არქიტექტორი არ ურიგდება იმ აზრს, რომ ლიფტი უნდა გამოიყურებოდეს, როგორც უსახური რკინის ყუთი. ზოგიერთი მზადაა ლიფტის მარტივ ფუნქციას-მგზავრები და ტვირთი საჭირო სიმაღლეზე აიყვანოს-დაუმატოს თავისი გაბედული და ნოვატორული ჩანაფიქრები. ყველა ამ წარმოდგენილი პროექტის უკან დგას გუნდი, რომელიც წლობით რთულ და მძიმე სამუშაოებს იყო შეჭიდებული. მათი გაერთიანებული ძალისხმევის შედეგია ლიფტები, რომლებიც მშენებლობის და საინჟინრო ხელოვნების ნამდვილი შედევრია.

1. ამწე Bailong Elevator ან ასი დრაკონის ლიფტი მდებარეობს ჩინეთში, ჰუნანის პროვინციაში, ჩჟანძიანძის ეროვნულ პარკში. ის გადაადგილდება მასიური მთის ფერდობის გასწვრივ, რომელსაც რამდენიმე წუთში აჰყავს ტურისტები 330 მეტრის სიმაღლის მთის მწვერვალზე, იქ კი სადამკვირვებლო მოედანია მოწყობილი. ლიფტი შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც მსოფლიოში ყველაზე მაღალი ლიფტი გაშლილ სივრცეში.


image

image

image

2. მნახველებს რომ არ მოუხდეთ, აშშ-ის ტერიტორიაზე მდებარე ყველაზე მაღალი მონუმენტის–სენტ-ლუისის გეითვეის თაღის 1000-ზე მეტი საფეხურის გადალახვა, მემორიალზე დამონტაჟებულია ლიფტი. ლიფტის კაბინის კარი მინისაა, რის წყალობითაც მნახველებს შეუძლიათ შენობის შიდა სტრუქტურა იხილონ.


image

image

3. შოტლანდიის არხებს, იუნიონსა და ფორდ-კლაიდს შორის სივრცე შეადგენს 24 მეტრს. თავიდან ისინი შეერთებული იყო 11 შლუზით, მაგრამ 30-იან წლებში იგი დახურეს. მე-20 საუკუნის ბოლოს, რეკონსტრუქციის დროს გადაწყდა გადაეკეთებინათ გემების ამწედ. ლიფტი-ბორბლის ერთი ბრუნის დრო 15 წუთია. არხების საექსკურსიო ტურებისას ტურისტებს შეუძლიათ მსოფლიოში ერთადერთი მბრუნავი ჰიდროლიფტის მუშაობას შიგნიდან დააკვირდნენ.

image

4. ძალიან ორიგინალურად მიუდგნენ ლიფტის არქიტექტურას ბერლინში. მსოფლიოში ყველაზე დიდ ცილინდრული აკვარიუმების (მლაშე წყლის შემცველობით) შიგნით, რომელიც ბერლინში ოტელ «Radisson Blu» ჰოლშია განლაგებული, ინჟინრების მიერ გამჭვირვალე ლიფტია დამონტაჟებული. ასვლის დროს მნახველებს შეუძლიათ დატკბნენ 360 გრადუსიანი პანორამებით.

image

image

image

5. სტოკჰოლმში ყველა მნახველს შეუძლია იხილოს ქალაქის თვალწარმტაცი ხედები მინის გონდოლის SkyView კაბინიდან, რომელიც გადაადგილდება მსოფლიოში უმსხვილესი სფეროსებური ნაგებობის, გლობენ-არენის სახურავზე. SkyView შედგება ორი გონდოლისგან, რომელთაგან თითოეული იტევს 16 ადამიანს. გონდოლები ორ პარალელურ ხაზზე მოძრაობს.

image

image

6. ლონდონის ლოილ-ბილდინგში, შენობის გარედან 12 მინის ლიფტია დამონტაჟებული, რაც ქალაქის ხედების დათვალიერების შესაძლებლობას იძლევა.

image

image





image

გადაათვალიერეთ სხვა სტატიებიც:





კაშხლის კატასტროფა საფრანგეთში და სიკვდილისშემდგომი ქორწინებების კანონის მიღება

image


მადაგასკარის ტყე, რომლის ხეების მწვერვალებიც სამართებელივით ბასრია

image


ჩინეთის ზეციური კარიბჭე, სადაც მსოფლიოში ყველაზე შიშისმომგვრელი, მაღალი და გრძელი საბაგირო აგიყვანთ

image


იტალიის ალპებში, 3290 მეტრის სიმაღლეზე სახლი დაამონტაჟეს

image


კოშკი, საიდანაც დაუვიწყარი ხედი იშლება, მაგრამ მის კიბეებზე ასვლას ბევრი ვერ ბედავს

image


ნაგებობები, რომლებიც მეცნიერებს საგონებელში აგდებს

image


უნიკალური, გასაოცარი, სახიფათო ადგილმდებარეობისა და არქიტექტურის მქონე ტაძრები, სასტუმროები, ხიდები...

image


კიოლნის დაუმთავრებელი ტაძრის წყევლა? ტამპლიერების დიდებული გოთიკური ტაძრები

image


ესპანეთის ქალაქი, რომელიც კლდის თავზეა გაშენებული და სულ ერთი ქუჩა აქვს

image










1
269
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
269
  
2021, 29 მარტი, 14:22
აკვარიუმიანი ძალიან მომეწონა, აქ მაინც იყოს? :)
0 1 1