საზოგადოებრივი პიროვნების კულტის დასასრულის დასაწყისი — ბრალდებები, რომელიც სტალინს წაუყენეს 2021, 23 მარტი, 10:00 სტალინის გარდაცვალებამ მადა, ხელისუფლების ხელში ჩაგდების მსურველ ბევრ პოლიტიკოს გაუხსნა... თუმცა, ამავდროულად, მათ ესმოდათ, რომ ქვეყანაში მოსაგვარებელი უამრავი პრობლება იყო. იმ მომენტისთვის, განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვდა სოფლის მეურნეობა, მასობრივი რეპრესიების და სხვა ეროვნული საკითხები.
სსრ კავშირის კომუნისტური პარტიის XX ყრილობა, რომელზეც მოხსენებით ხრუშჩოვი გამოვიდა, ქვეყნისთვის ათვლის ახალი წერტილი იყო, რომლიდანაც სტალინის «დეკულტივირება» დაიწყო. მოხსენება საფუძვლიანად იყო მომზადებული (შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც სტალინის დროინდელ, მასობრივი რეპრესიების შესახებ, ინფორმაციის შეგროვება და შესწავლა ევალებოდა). ხრუშჩოვი ხვდებოდა, რომ არასაკმარისი მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში, სტალინის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, მიუხედავად იმისა, რომ სტალინი ცოცხალი აღარ იყო, თავად მას შემოუბრუნდებოდა. ხრუშოვმა ამგვარი საქციელით, მთელი პასუხისმგებლობა, უკანასკნელი 2 ათეული წლის მანძილზე, საშინაო და საგარეო პოლიტიკის ყველა უარყოფითი შედეგისთვის ბრალი სტალინს დააკისრა. თუმცა, სტალინი ერთადერთი პოლიტიკოსი არ იყო, რომელიც იმ დროს გადაწყვეტილებებს იღებდა... და რადგან იმ დროინდელ პოლიტიკურ ელიტას საკუთარი ცოდვების «ჩამორეცხვის» საშუალება მიეცა, ნ. ხრუშჩოვის მოხსენებას გამაოგნებელი ეფექტი ჰქონდა. 589 5-ს მოსწონს
|