სხვა 10 ქვეყანა, რომლის რეალური სახელი საყოველთაოდ მიღებული სახელისგან განსხვავდება 2021, 22 მარტი, 9:58 პოლიტიკურ რუკებზე (იქნება ეს ინგლისუად, ფრანგულად, იტალიურად, რუსულად, თუ ესპანურად) ქვეყნების უმრავლესობის სახელი, იმ სახელს არ ემთხვევა, რომლითაც ადგილობრივები საკუთარ ქვეყანას ეძახიან. რეალურად, ადამიანების უმრავლესობა განსაკუთრებულ ყურადღებას არც აქცევს ტოპნიმების სწორედ წარმოთქმას. მაგ., ჩვენ დღემდე, ცეილონის ჩაის ვყიდულობთ. თუმცა, კუნძულს და ქვეყანას, სადაც ეს ჩაი მოდის, შრი–ლანკა ჰქვია. მიანმარის კი, ისევ ბირმას ვეძახით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ სახელი 1989 წელს შეიცვალა... და მსგავსი ფაქტი ძალიან ბევრია. ამდენად, ზოგიერთი ქვეყნის ნამდვილი სახელის გაგება, ალბათ, ყველასთვის საინტერესო იქნება. აქ მსოფლიოს 10 ქვეყანას წარმოგიდგენთ, რომლის ნამდვილ და საყოველთაოდ მიღებულ სახელებს შორის, განსხვავება კარდინალურია: დოიჩლანდი (გერმანია) P. S. ამ მხრივ გამონაკლისს, არც საქართველო წარმოადგენს. მსოფლიოს ერთი ნაწილი ჩვენს ქვეყანას ჯორჯიას სახელით იცნობენ, ხოლო მეორესთვის, ის გრუზიაა. «Georgia», სავარაუდოდ, წმ. გიორგის სახელს უკავშირდება, რომელიც საქართველოს მფარველია და შუა საუკუნეებში, ქვეყანაში მისი სახელობის 365 ეკლესია იყო. რაც შეეხება, რუსულში და ზოგიერთ სხვა ენაში დამკვიდრებულ სახელს — «Грузия», სავარაუდოდ, გამოთქმა არაბულ–სპარსულ წყაროებში ნახსენებ «გურჯანს» (გურჯისტანი — «მგლების ქვეყანა»), ან «გურზანს» უკავშირდება. არხის სხვა სიახლეები:
1. როგორ შეიქმნა ჩვენი სამყარო — 13, 7 მლრდ. წელი ერთ სტატიაში 2. «ამ გრაგნილების შესწავლის შემდეგ, ისტორიის გადაწერა იქნება საჭირო» – აცხადებენ მეცნიერები 4. მესამე სქესი, ღალატი, მდიდარი კურტიზანები... – როგორ ერთობოდნენ ძველად ინდოეთში 5. სანაპიროზე ნაპოვნი უსიამოვნო სუნის მქონე ქვა, რომელიც ათასობით დოლარი ღირს 809 7-ს მოსწონს
|