პოპულარული იაპონელი ბაიკერი ქალი, რომელმაც პოპულარობა სოციალურ ქსელებში მოტოციკლ Yamaha-სთან გადაღებული ფოტოებით გაითქვა, 50 წლის კაცი აღმოჩნდა. ამის შესახებ The Daily Mail-ი წერს.

"ახალგაზრდა იაპონელი გრძელთმიანი მოტოციკლეტი ქალი" ატყუებდა ათასობით ადამიანს სოციალურ ქსელში, ის თავს ქალად აპლიკაცია
FaceApp-ის ფილტრების დახმარებით ასაღებდა.
გამომწერებმა ბაიკერის ნამდვილი სახე ერთ-ერთ ფოტოზე,
ანარეკლში შეამჩნიეს, რის შემდეგაც საბოლოოდ
ბლოგერის ნამდვილი ვინაობა გაარკვიეს.იგი 50 წლის მამაკაცი აღმოჩნდა.

იაპონელმა ბაიკერმა, რომელიც Twitter- ზე სახელით @azusagakuyuki-ით არის დარეგისტრირებული, თითქმის 18, 000 გამომწერი ჰყავდა, ანებივრებდა
Yamaha-სთან სხვადასხვა ფოტოებით და ყოველდღიური ცხოვრებით.
ჟურნალისტებმა მიაგნეს მამაკაცს, რომელმაც აღიარა, რომ „ლამაზი ქალის“ იმიჯი იმიტომ შეარჩია, რადგან მიაჩნდა, რომ ხანდაზმული კაცის ფოტოების ნახვა საინტერესო არავისთვის იქნებოდა.
