x
5 საპატიო მიზეზი ნიგვზის მოხმარების

იშვიათად მეგულება ადამიანი, რომელიც გულგრილია ნიგვზის გემოვნური თვისებების მიმართ. მნიშვნელობა არ აქვს სალათში
ვამატებთ მას, შოკოლადში თუ ისე მივირთმევთ, გულგრილი ნამდვილად ვერ დარჩებით. გარდა საოცარი გემოს, ნოგოზი
სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და ამ კუთხით მას ისეთი თვისებები გააჩნია, რომლითაც სხვა მცენარე ვერ დაიკვეხნის.
მაშ ასე, რა სარგებლობა შეიძლება მოგვიტანოს ნიგოზმა, თუ მას ჩვენს ყოველდღიურ რაციონში ჩავრთავთ?
1) კვლევებმა, რომლებიც გამოქვეყნებული იყო ჟურნალ Nutrients-ში აჩვენა, რომ ნიგვზის ყოველდღიური გამოყენება
ამცირებს დეპრესიის რისკს განსაკუთრებით კი მანდილოსნებში.
2) ნიგოზი მდიდარია ისეთი საკვები ნივთიერებებთ, რომელიც ხელს უწყობს ტვინის ჯანსაღ ფუნქციონირებას, მათ შორის
პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით, E ვიტამინით, ფოლატითა და კარიტინოიდებით. მისი ხშირი გამოყენება ამცირებს ასევე
ალცგეიმერის დაავადების რისკს.
3) ნიგვზის მიღება ამცირებს ანთებით პროცესებს და გულ-სისხლზარღვთა დაავადებებს, ასევე სათანადო დიეტასთან ერთად
ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის შემცირებას სისხლში.
4) ნაწლავის ჯანმრთელი მიკრობიომა აუცილებელა ნაწლავის ზოგადი ჯანმრთელობისთვის, კვლევებმა კი აჩვენა, რომ
8 კვირის განმავლობაში, ყოველდღე ნიგვზის გამოყენება აუმჯობესებს კუჭ-ნაჭლავის ფუნქციონირებას და ამცირებს
კიბოს დაავადების გავრცელების რისკს მსხვილნაწლავში.
5) ნიგოზი ამცირებს დიაბეტის განვითარების რისკებს.image

0
143
შეფასება არ არის
ავტორი:სოფია გიორგობიანი
სოფია გიორგობიანი
143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0