x
კვერცხი-შხამი თუ ელექსირი?!

დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ კვერცხი ყველაზე ხელმისაწვდომი
უნივერსალური და მოსახერხებელი პროდუქტია ცილების მისაღებად.კვერცხი მდიდარია არამარტო საჭირო მინერალებითა და
ანტიოქსიდანტებით, არამედ ის შეიცავს დიდი რაოდენობით ქოლინს, რომელიც ცხმიმების წვას უწყობს ხელს, ასევე D ვიტამინს
ძვლების გასამაგრებლად და B12-ს, რომელიც ტვინის მუშაობის სტიმულაციას უწყობს ხელს.კვლევებმა აჩვენა, რომ კვერცხს
შესწევს ძალა გაზარდოს თქვენი ენერგიულობა, ხელი შეუწყოს თქვენს იმუნურ სისტემას, შეამციროს ანთებითი პროცესი, დაიცვას
თქვენი მხედველობა და გაგიუმჯობესოთ სახის კანი. ეს ყველაფერი კი მცირე ჩამონათვალია იმ სიკეთეებისა, რაც შეიძლება
მოგიტანოთ კვერცხის ყოველდღიურმა მოხმარებამ.მიუხედავად ამდენი სარგებლისა, მოგეხსენებათ, ყველაფერს აქვს მეორე მხარე
და გამონაკლისს რა თქმა უნდა არც ჩვენი "კვერცხუნიები" წარმოადგენენ და აუცილებელია ეს იცოდეთ. საქმე ეხება თქვენს
ქოლესტერინს.ჩატარებული კვლევები, რომელიც ქოლესტერინზე კვერცხის ზემოქმედებას ეხება საკმაოდ ორსახოვანია. ერთნი
მიიჩნევენ, რომ კვერცხი გულ-სისხლზარღვთა დაავადებების რისკს ზრდის, რადგან იწვევს ქოლესტერინის დონის მატებას,
მეორენი კი ამტკიცებენ, რომ კვირის განმავლობაში, თუნდაც მთელი საქათმის კვერცხის გამოყენება არანაირ გავლენას არ ახდენს
ქოლესტერინზე. ისმის კითქვა-და ვის ვენდოთ? მხარეებმა პასუხი მარტივად შემოგვთავაზეს.
მკვლევარები მივიდნენ შემდეგ კონსენსუსამდე:ომეგა 3-ით მდიდარი კვერცხის გამოყენება ხელს შეუწყობს ჯანმრთელობას და
ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკებს, იცავს ორგანიზმს ზედმეტი ქოლესტერინის მიღებისგან.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ გაქვთ მაღალი ქოლესტერინი ან დიაბეტი, არ გადაგიტანიათ
ინფარქტი და არ წარმოადგენთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკ ჯგუფს არ არსებობს მიზეზი, რის გამოც არ უნდა მიირთვათ კვერცხი.
მაიოს კლინიკის თანახმად, ჯანმრთელ ადამიანთა უმეტესობას შეუძლია კვირაში შვიდი კვერცხის ჭამა გულის დაავადებების
რისკის გაზრდის გარეშე. სინამდვილეში, 2018 წლის კვლევამ აჩვენა, რომ დღეში ერთი კვერცხის მირთმევამ ​​შეიძლება
რეალურად შეამციროს გულის დაავადებების რისკი. თუ თქვენ ნამდვილად შეშფოთებული ხართ თქვენი ქოლესტერინის დონით,
შეგიძლიათ მიირთვათ მხოლოდ კვერცხის ცილა, ყვითელი გულისა და ქოლესტერინის გარეშე. გისურვებთ ჯანმრთელობას!image

0
401
შეფასება არ არის
ავტორი:სოფია გიორგობიანი
სოფია გიორგობიანი
401
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0