x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ჟირაფი, სასაცილო შემთხვევის გამო, ტრაგიკულად დაიღუპა - ნახეთ, რა მოხდა

image





ჟირაფი მოულოდნელად აღმოჩნდა მძიმე სიტუაციაში და ტრაგიკულად დაიღუპა ჩინეთის ზოოპარკში. სევდიანი შემთხვევა ლეტალური დასასრულით, შედეგით მოხდა 2018 წლის 16 აპრილს, ჩინეთის ქალაქ კუნმინის ზოოპარკში, იუნნანის პროვინციაში.

კერძოდ, 10 წლის მამრი ჟირაფი გამოვიდა ღია გალიიდან, სადაც 5 წელი ცხოვრობდა და გადაწყვიტა სეირნობა. შემთხვევით ცხოველმა თავი ჩარგო ჩანგლის ფორმის ხის ტოტებს შორის, გაიჭედა, დამოუკიდებლად ვერ შეძლო გათავისუფლება და სუნთქვა შეეკრა. ზოოპარკის თანამშრომლები შეეცადნენ დახმარების გაწევას, ხელის ხერხი მოიმარჯვეს ტოტების მოსაჭრელად, მაგრამ უშედეგოდ. ცხოველის განთავისუფლებისათვის უფრო ძლიერი და სწრაფი იარაღი იყო საჭირო, ვიდრე ხელის ხერხი. მალევე გამოიყენეს კიდეც სხვა, უფრო მოსახერხებელი იარაღი, ხის ტოტი მოჭრეს და ჟირაფი გაათავისუფლეს. ვეტერინარები ცდილობდნენ მსხვერპლის დახმარებას, თუმცა ჟირაფი მეორე დილით კისრის ტრამვებისა (მოტეხილობისა) და ტვინისათვის სისხლის მიწოდების დარღვევის გამო დაიღუპა.






0
347
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
347
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0