x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
“ვინც ჩვენზე ცუდი რამე თქვას, იმის დედასაც შევთ*არე” – „ევროვიზიის“ ქართველი კონკურსანტი
image


მომღერალი თორნიკე ყიფიანი ევროვიზია 2021-ზე საქართველოს სახელით წარსდგება. ყიფიანი სოციალურ ქსელში სიმღერას აზიარებს და კრიტიკოსებს მიმართავს.


“ესეც ჩემი მორიგი სიმღერა, ეუროვიჟნ 2021 ისთვის, მოუსმინეთ და ისიამოვნეთ.
დიდი მადლობა საზოგადოებრივ მაუწყებელს, ბრავო რექორდს, გორის გოგონათა გუნდს, მარიკო ლეჟავას, მარიამ შენგელიას და ალეკო ბერძენიშვილს.


სამწუხაროა რომ ასეთი ნაშრომის გაპიარება, ეუროვიზიის კურკლშოუს საშუალებით გვიწევს საქართველოში არსებული სინამდვილიდან გამომდინარე.



აქვე დავწერ, შეგიძლიათ კლიპს არ უყუროთ და კიდევ ვინც ჩვენზე ცუდი რამე თქვას იმის დედასაც შევთ*არე.


უღრმესი მადლობა გვერდში დგომისთვის, დაფასებისთვის და ქომაგობისთვის.”, – წერს თორნიკე ყიფიანი.


ცნობისთვის, ევროვიზიის სიმღერის 65-ე კონკურსი 2020 წლის 12, 14 და 16 მაისს როტერდამში უნდა გამართულიყო.


საქართველო კონკურსზე თორნიკე ყიფიანს 14 მაისს უნდა წარედგინა, თუმცა პანდემიის გამო ევროვიზიის კონკურსი ვერ ჩატარდა.


გადაწყდა, რომ 2021 წლის ევროვიზიის კონკურსზე 2020 წელს შერჩეული მომღერლები მიიღებდნენ მონაწილეობას, თუმცა ახალი სიმღერებით.


2020 წელს თორნიკე ყიფიანს კონკურსისთვის სიმღერა Take Me As I Am („მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ“) ჰქონდა შერჩეული, რომელმაც საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

,

საკონკურსო სიმღერა თორნიკე ყიფიანმა თავად დაწერა. სიმღერა ინგლისურენოვანია და სხვადასხვა ჟანრს აერთიანებს - როკი, პოპ-როკი და ბლუზ-როკი. სიმღერის არანჟირება „ბრავო რექორდსში“ გაკეთდა და მასზე თორნიკესთან ერთად ალეკო ბერძენიშვილმა იმუშავა. სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღო გორის გოგონათა გუნდმა, მარიკო ლეჟავამ, მარიამ შენგელიამ და ალეკო ბერძენიშვილმა.
.
მუსიკალური ვიდეორგოლის რეჟისორი თემო კვირკველია გახლავთ. საკონკურსო სიმღერის ვიდეორგოლის გადაღებები რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა. სპეციალურად კლიპისთვის ცეკვა მარიამ ალექსიძემ დადგა და ვიდეორგოლში მისი დასი მონაწილეობს. მოცეკვავეების კოსტიუმების დიზაინი კი ქეთი ჩხიკვაძეს ეკუთვნის.
.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის სასცენო დადგმაზე შვედი რეჟისორი ემილია სინდქვისტი ​იმუშავებს. ემილია არის საშა ჟან ბაპტისტის შემოქმედებითი ჯგუფის წევრი. მას აქვს ნამუშევარი შვედურ Pop Idol-ზე და შვედეთის ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსზე Melodifestivalen-ზე.
0
497
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
497
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0