x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ფილმები, რომლებშიც მსახიობებმა შვილებისა და მშობლების როლი მინიმალური ასაკობრივი სხვაობით შეასრულეს

image


რა თქმა უნდა, გულუბრყვილობაა იმის დაჯერება, რაც ეკრანზე ხდება, თუმცა კინოში ზოგჯერ ტყუილიც კი, საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება. აი, მაგალითად, ავიღოთ მინიმალური ასაკობრივი სხვაობის მქონე მსახიობები, რომლებსაც ეკრანზე მშობლებისა და შვილების თამაში მოუწიათ. გაიხსენეთ, თუნდაც ჰიტ ლეჯერი და კეიტ მარა ფილმში "კუზიანი მთა", ფილმის გადაღების დროს ლეჯერი 25 წლის, მარა კი - 21 ის იყო, თუმცა ამ ფაქტს მათთვის ხელი არ შეუშლია ფილმში მამა - შვილი ეთამაშათ, და ეს სულაც არ არის ერთეული შემთხვევა; მსგავსი რამ იმაზე უფრო ხშირად ხდება ვიდრე ეს თქვენ წარმოგიდგენიათ და ამას ახლავე დაგიმტკიცებთ.



ესტელ გეტი თავის ეკრანულ "ქალიშვილზე" ბეატრის არტურზე სინამდვილეში უფრო ახალგაზრდა იყო, როდესაც მათ "ოქროს გოგონებში" ითამაშეს.


image


ანჯელინა ჯოლი ფილმ "ალექსანდრეში" კოლინ ფარელის დედის როლს ასრულებდა, მაგრამ ცხოვრებაში მათ შორის ასაკობრივი სხვაობა მხოლოდ ერთი წელი იყო.


image


მენდი მური ფილმში "ეს ჩვენ ვართ" თავის ყველა ეკრანულ შვილზე ახალგაზრდა იყო.


image


სალი ფილდმა ფილმ "ფორესტ გამპში" ტომ ჰენქსის დედის როლი განასახიერა, თუმცა ის მასზე მხოლოდ 10 წლით უფროსია, რამდენიმე წლით ადრე კი, მსახიობები ერთმანეთს "პანჩლაინშიც" შეხვდნენ, სადაც სალი, სტივ გოლდენის გმირის ერთგვარ სასიყვარულო გატაცებადაც კი იქცა.


image


ფილმში "მამა მია 2" შერმა მერილ სტრიპის დედის როლი შეასრულა, თუმცა თავის კოლეგაზე ის მხოლოდ სამი წლით უფროსი იყო.



image


ფილმში "ცუდი გოგონები" ემი პოლერმა რეიჩელ მაკადამსის დედის როლი განასახიერა, მაშინ როდესაც ცხოვრებაში მათ შორის ასაკობრივი სხვაობა მხოლოდ შვიდი წელია.


image


ფილმში "კოკაინი" ჯონი დეპმა რეიჩელ გრიფიტსის ვაჟის როლი შეასრულა, თუმცა სინამდვილეში ის მასზე ხუთი წლით უფროსია.


image


"კუზიან მთაში" ჰიტ ლეჯერსა და კეიტ მარას შორის, რომლებიც ფილმში მამა - შვილს ანსახიერებენ, ასაკობრივი სხვაობა მხოლოდ ოთხი წელია.


image


მამა (ჯეფრი დინ მორგანი) შვილი (ჯენსენ ეკლესი) სერიალიდან "ზებუნებრივი" 12 წლიანი სხვაობით დაიბადა.


image


ელიზაბეტ როდრიგესმა და დაშა პოლანკომ დედა - შვილის როლი ითამაშეს ფილმში "ახლა სტაფილოსფერია ყველაზე მოდური", თუმცა რეალურ ცხოვრებაში მსახიობებს შორის ასაკობრივი სხვაობა ორ წელზე ნაკლებია.


image


კონსტანს მარი ჯენიფერ ლოპესზე მხოლოდ ოთხი წლით უფროსია, თუმცა მას ფილმში "სელენა" მისი დედის როლის მორგება სულ არ გასჭირვებია.


image


ბრაის დალას ჰოვარდმა "როკეტმენში" ტარონ ეგერტონის დედის როლი ითამაშა, თუმცა მათ შორის ასაკობრივი სხვაობა მხოლოდ რვა წელია.


image


"ინდიანა ჯონსისა და უკანასკნელი ჯვაროსნული ლაშქრობის" მონაწილე მსახიობებს - შონ კონერსა და ჰარისონ ფორდს შორის ასაკობრივი სხვაობა 12 წელს შეადგენს.


image


ფილმში "შუშა" ჩარლეინ ვუდარდი სემუელ ლ. ჯექსონის პერსონაჟის დედას თამაშობს. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ 66 წლის ვუდარდი 71 წლის ჯექსონზე ხუთი წლით უმცროსია.

image


უაინონა რაიდერი მხოლოდ ექვსი წლით უფროსია ზაკარი კუინტოზე, თუმცა ამ ფაქტს მისთვის ხელი არ შეუშლია 2009 წელს გადაღებულ ფილმში "ვარსკვლავური გზა "მისი დედის როლი მოერგო.


image


დედა - შვილი: ჯულია რობერტსი და რაიან რეინოლდსი ფილმში "ციცინათელები ბაღში".


image


მამა - შვილი: ჯონ ნოუბლი და შონ ბინი ფილმში "ბეჭდების მბრძანებელი: ხელმწიფის დაბრუნება".

image


"ცისფერ სისხლში" მამა (ლენ კარიუ) შვილს (ტომ სელეკი) შორის ასაკობრივი სხვაობა მხოლოდ ექვსი წელია.


image










0
358
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
358