x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რას პასუხობს ზურა ჯაფარიძე საპატრიარქოსგან შეთავაზებულ“სინანულის ფურცელს”

imageპოლიტიკური პარტია გირჩის დამფუძნებელის, ზურა ჯაფარიძის თქმით, მსგავსი ფურცლებით “სირბილი” ქრისტიანობისგან შორსაა და ეს გზა საპატრიარქომ დამატებითი ფინანსების გამომუშავების მიზნით წამოაყენა:


"სად ქრისტიანობა და სად რაღაცა ფურცლებით სირბილი. ჩემი აზრით უბრალოდ ახალი გზა თუ არხი გაჭრეს იმისათვის, რომ დამატებითი ფინანსები მოიძიონ, ანუ ფულს იშოვიან მაგაზე, ისე როგორც ნათლობაზე, ქორწინებაზე და ა.შ. ფულს იღებენ. ამ საბუთის გაცემაში გამოართმევენ ფულს, ” – აცხადებს ზურა ჯაფარიძე.


შეაგახსენებთ, რომ საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ “"ორგანიზაცია "გირჩის" მიერ შექმნილი, საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – “ბიბლიური თავისუფლების” ყოფილ წევრებს, რომლებსაც სურთ მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბრუნება, უნდა მიმართონ მღვდლებს, დაარწმუნონ, რომ მათი სინანული გულწრფელია, შემდეგ, ხელი მოაწერონ, ე.წ. "სინანულის ფურცელს", ამის შემდეგ მღვდელი გასცემს კიდევ ერთ დოკუმენტს, ხელმოწერით და ბეჭდით, რომელსაც ჰქვია შენდობის ფურცელი და რომელიც ეპისკოპოსს წარედგინება.


საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ "ეს ფურცლები ფორმალური მხარეა, დადასტურება იმისი, რაც სულიერ ნაწილში უნდა მოხდეს. ეს არის ახსნა-განმარტება იმისი, რომ შენ, ჩემო კარგო, ჩემო შვილო – შეცდი, აი გიხსნი როგორ შეცდი და გაძლევ საშუალებას თუ როგორ შემოგვიერთდე კვლავ და დაგვიბრუნდე. იმიტომ, რომ ეს კეთდება სიყვარულით, გვიყვარს ეს ხალხი და გვინდა, რომ ეს ადამიანები არ მოაკლდნენ იმ სიკეთეს, რაც საღვთო მადლის მიხედვით ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს თავის სულში.”

0
111
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0