ტენდენციები რატომ დახარბდნენ ქალები დიდ მკერდსა და გავას? ფაქტია, არა მამაკაცების გემოვნებაზე მოსარგებად 2021, 14 მარტი, 12:32 ეპოქებთან ერთად იცვლება სილამაზის პარამეტრებიც, მაგრამ ვენერა მილოსელის ქანდაკება რჩება მარადიულ კლასიკად. აბა, წარმოიდგინეთ ვენერა მილოსელის ქანდაკება დიდი მკერდით, ჩაჯდებოდა თუ არა კლასიკის სტანდარტებში? რა თქმა უნდა, არ ჩაჯდებოდა. ამჯერად მკერდისა და გავის სიდიდის ტენდენციებზე შევჩერდებით, რომელიც 21-ე საუკუნემ დაამკვიდრა. ეს ტენდენციები თიუთქოს შეკრულია პლასტიკური ქირურუგიის განვითარებასთან, რადგან კაცობრიობამ გამოიარა ეპოქები, როცა დიდი მკერდი ქალის გარეგნობის დეფექტად მიიჩნეოდა. არსებობს სილიკონი? სად წავიღოთ სილიკონი და როგორ გავზარდოთ ამით პლასტიკოს ქირურგთა შემოსავალი? როგორ და მკერდში მოთავსებით. თუმცა სილიკონმა ახლა უკვე სხეულის სხვა ადგილებიც "იპოვა", მაგალითად, თეძოები და საჯდომი. დასკვნა სილიკონმა შექმნასხეული მრგვალი და ზედმეტად ამობურცული ნაწილების მოდური ტენდენციები. თუმცა მას შემდეგ, რაც ეს ქირურგიული დამრგვალებები უამრავ გართულებასა და გვერდით მოვლენას შემოიტანს თან, ტენდენცია შეიცვლება - ისევ ზომიერება იქნება მოდური. ომებისა და შიმშილის დროს სიპუტკუნე იყო მოდური, თითქოს ქალი აქლემივით ცხიმის მარაგს გამპოიყენებდა შიმშილობისას. დიდი გავა-თეძო დიდი სიმდიდრედ ეთვლებოდა მაგალითად მომთავარე ტომელთა ქალებს. მათზე იყო ნათქვამი "ყველაფერი რაც მაქვს, თან დამაქვს". რა თქმა უნდა, ამ ფუნქციისთვის არ გაუდიდებიათ გავები კარდაშიანებს, არც ჯენიფერ ლოპესს. არსებობს სილიკონი? უნდა აითვისო... გაქვს დიდი ფული? უნდა დახარჯო ახალ სიტყვაში - რა მნიშვნელობა აქვს ეს სიტყვა რა იქნება: გავა, ძუძუ თუ საჯდომი? რაც უფრო ეპატაჟური იქნება, მით მეტ ფულს მოიტანს ფულიც და ... სილიკონიც. და მაინც მთავარია მკერდიც, თეძოც იყოს ლამაზი და არა გადმომხტარი და ცომივით გაფუებული. ყურადღების მთელი აქცენტი არ გადაჰქონდეს მხილველებს ხორცის ნაგლეჯებზე, მით უფრო, როცა ისინი სილიკონია... მაგრამ მეტწილად ამას ის ქალები ცდილობენ, ვინც განსაკუთრებული სულიერებითა და ინტელექტით თავს ნამდვილად ვერ მოიწონებენ, თორემ ადამიანს ზოგადად თვალებში უნდა უყურო, რადგან თვალები სულის და ინტელექტის ნამდვილი სარკეა. ფსიქოსექსოლოგიური კვლევით, რომელიც 2020 წელს ფროიდის აკადემიამ ჩაატარა, მამაკაცების მხოლოდ 21 %-ს მოწონს დიდი მკერდი, 39 %-ს ზომიერი მკერდი, მკერდი, რომელიც მამაკაცის ხელს მტევანში ეტევა, 27% ფიქრობს, რომ პატარა მკერდი უფრო სექსუალურია, დანარჩენისთვის სულერთია მკერდის ზომა, მთავარია ქალის შინაგანი სამყარო, რის მიხედვითაც მერე მისი დიდი და მცირე მკერდიც მოწონთ მამაკაცების 18%-ს მოწონს დიდი საჯდომი, 39% -ს ზომიერი საჯდომი, 18, 5% პატარა საჯდომი, დანარჩენისთვის - სულერთია. გამოდის, რომ ქალები ასე თუ ისე ისევ ერთმანეთს ეპრანჭებიან და ისევ ქქალების აზრს ივალისწინებენ, ვიდრე მამაკაცების... გთავაზობთ რამდენიმე ბუნებრივად ლამაზი მკერდის ფოტოს, რომელთა მფლობელები ცნობილი კინოვარსკვლავები არიან; მონიკა ბელუჩი მარგო რობი პენელოპა კრუსი კირა ნაიტლი სოფი მარსო შერონ სთოუნი ქეიტ უინსლეტი მაია ჰოუკი ეს კი თვითონ გამოიცანით 284 5-ს მოსწონს
|